info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

ჩარიცხვის წესი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

სტუდენტთა შიდა მობილობა

 1. შიდა მობილობის უფლება აკადემიის სტუდენტს აქვს სწავლების მეორე სემესტრიდან.

 2. შიდა მობილობის უფლება სტუდენტს მიეცემათ წლის განმავლობაში ორჯერ, სემესტრებს შორის. რეგისტრაციის ვადები, პირობები, ვაკანტური ადგილების რაოდენობები, განისაზღვრება რექტორის ბრძანებით.

 3. შიდა მობილობის რეგისტრაციის განმავლობაში აკადემიის სტუდენტს უფლება აქვს წარადგინოს განცხადება მობილობის შესახებ. განცხადებაში შეუძლია მიუთითოს რამოდენიმე საგანმანათლებლო პროგრამა პრიორიტეტების მითითებით. 4. განცხადებას თან უნდა დაერთოს ცნობა აკადემიური მოსწრების შესახებ, სადაც მითითემული იქნება სტუდენტის საშუალო ქულა, რომლის გათვალისწინებითა შედგება სტუდენტთა რეიტინგი. ცნობას გასცემს შესაბამისი ფაკულტეტი.

 5. განცხადებას ასევე უნდა დაერთოს სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი დამოწმებული ფაკულტეტის დეკანის მიერ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ხდება ფაკულტეტის შეცვლა.

 6. რეგისტრაციის ვადების დასრულების შემდგომ ფაკულტეტი ადგენს სტუდენტთა რეიტინგებს სასურველი სპეციალობების მიხედვით.

 7. რეიტინგების შედგენის შემდეგ, შესაბამის მიმართულებებს გადაეცემათ სტუდენტთა ბარათები, კრედიტების აღიარების შესახებ დასკვნის გასაკეთებლად. კრედიტების აღიარების შესახებ დასკვნები მზადდება პროგრამული თავსებადობის განსაზღვრისა და კრედიტების აღიარების წესი მიხედვით. დასკვნებში მითითებულია თითოეულ სტუდენტზე რამდენი კრედიტის აღიარება მოხდა და რომელი სემესტრიდან მიეცა სწავლის გაგრძელების რეკომენდაცია.

 8. ფაკულტეტები უზრუნველყოფენ დასკვნების შეთანხმებას სტუდენტებთან, სტუდენტი თავის თანხმობას ადასტურებს დასკვნაზე ხელმოწერით. სტუდენტის უარის შემთხვევაში, თუ არსებობს სხვა სტუდენტი, რომელსაც საგანმანათლებრო პროგრამაზე არსებული კონკურსის გამო არ აღმოაჩნდა საკმარისი ქულა ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოსახვედრად, შესაძლებელია ასეთ სტუდენტს მიეცეს მობილობის უფლება (ამ შემთხვევაში დაჩქარებული წესით კეთდება ასეთი სტუდენტის კრედიტების აღიარება და შეთანხმება სტუდენტთან).

 9. თითოეულ სტუდენტთან შეთანხმების შემდეგ აღიარების დასკვნები გადის ფაკულტეტის საბჭოზე განსახილველად.ფაკულტეტის საბჭოს განხილვის შემდეგ, დადგენილების საფუძველზე ფაკულტეტები ამზადებენ მოხსენებით ბარათებს შიდა მობილობის ბრძანების დასაწერად. ფაკულტეტები ახდენენ იმ სტუდენტთა პირადი საქმეების გადაცემას მეორე ფაკულტეტისათვის, რომელთაც შეიცვალეს ფაკულტეტი. 10. მობილობის პროცესის დამთავრების შემდეგ სტუდენტთან ფორმდება ახალი ხელშეკრულება. სტუდენტთა განცხადებები და კრედიტების აღიარების დასკვნები განთავსდება სტუდენტის პირად საქმეში.

 


« უკან