info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

ხარისხის სამსახური

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

სამსახურის შესახებ

სურათი

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური წარმოადგენს,  უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ, საზღვაო აკადემიის მართვის ორგანოს,  რომელიც მიზანმიმართულია – საგანმანათლებლო საქმიანობის ხარისხის  ამაღლების ხელშეწყობაზე და არსებული მდგომარეობის შეფასებაზე, რომლის საქმიანობა  რეგულირდება საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის მინისტრის №1-1/1439 ბრძანებით დამტკიცებული ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდებით.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას და შენარჩუნებას, სწავლებისა   და შეფასების თანამედროვე მეთოდების გამოყენებას;

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური  ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული – უმაღლესი სასწავლებლის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას;

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საქმიანობა საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.

თავის საქმიანობაში ხარისხის სამსახური ხელმძღვანელობს  საქართველოს კანონით:  „უმაღლესი განათლების შესახებ“ და  საქართველოს კანონით პროფესიული განათლების შესახებ, ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის(ENQA) და ბოლონიის პროცესში ჩართული შესაბამისი პროფილის ევროპული ასოციაციებისა და ორგანიზაციების მიერ შემუშავებული სტანდარტებითა და რეკომენდაციებით, წინამდებარე დებულებით, საზღვაო აკადემიის წესდებით, საზღვაო აკადემიის სენატის გადაწყვეტილებებით, საერთაშორისო სტანდარტის  ISO 9001:2015 და სხვა ეროვნული და საერთაშორისო  საკანონმდებლო ნორმატიული დოკუმენტაციით.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი:

ნინო ყურშუბაძე

E-mail: n.kurshubadze@bsma.edu.ge


« უკან