info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

ჩარიცხვის წესი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

მობილობის პროცესი

1. სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. მობილობის მსურველი სტუდენტი რეგისტრირდება ცენტრის ელექტრონულ პორტალზე.

 2. რეგისტრაციის ვადების დასრულების შემდეგ ცენტრის ელექტრონულ პორტალზე ქვეყნდება მობილობის მსურველ იმ პირთა სია, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი აკადემიაში ჩარიცხვის თაობაზე, რის შემდეგაც მობილობის მსურველი უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს აკადემიას.

 3. ჩარიცხვის მსურველებმა აკადემიაში რეგისტრაციისთვის უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

     ა) განცხადება აკადემიის რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);

     ბ) პირადობის მოწმობა (ასლი);

     გ) საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატის ასლი);

    დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანების ასლი, დეკანის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული,

    ე) სტუდენტის წარმატების ბარათის ასლი, რომელშიც მითითებული იქნება სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსების მოცულობა (კრ/სთ) და მიღებული შეფასებები, დეკანის ხელმოწერითა და ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული.

 

4. სასწავლო პროცესის მონიტორინგის სამსახური ინფორმაციას მობილობის მსურველთა შესახებ წარუდგენს ფაკულტეტს, სტუდენტის აკადემიური მოსწრების ბარათის ასლი გადაეცემა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებს, რის შემდეგაც ხდება მობილობის მსურველი სტუდენტის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამისა და მის მიერ აკადემიაში არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის დასკვნის მომზადება. რაც დასტურდება ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით.

 5. ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილება მობილობის მსურველი სტუდენტების კრედიტების აღიარების დასკვნებთან ერთად გადაეცემა სასწავლო პროცესის მონიტორინგის სამსახურს, რომელიც ახდენს ამ დასკვნების გაცნობას მობილობის მსურველი სტუდენტებისათვის. სტუდენტები თანხმობას ადასტურებენ ხელმოწერით, სტუდენტის უარი დასკვნის ხელმოწერაზე გულისხმობს უარს მობილობაზე და წყდება აღნიშნული სტუდენტს მიმართ შესაბამისი წარმოება.

 6. ფაკულტეტების საბჭოების გადაწყვეტილებისა და კრედიტების აღიარების დასკვნების საფუძველზე მზადდება მობილობის მსურველ სტუდენტთა ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი, რომელიც მობილობის მსურველ სტუდენტების თაობაზე მომზადებულ წერილს დანართის სახით ერთვის და იგზავნება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.

 7. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განიხილავს პროექტში მოყვანილი თითოეული სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსების შესაბამისობას საზღვაო აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამასთან და გასცემს დასკვნას რექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტზე;

 8. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დადებითი დასკვნის საფუძველზე აკადემიის რექტორი გამოსცემს გადაყვანის წესით სტუდენტთა ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას ჩარიცხვის შესახებ), რომელიც გამოცემიდან 7 დღის ვადაში იგზავნება ცენტრში და შესაბამისი სტუდენტის მობილობა აისახება რეესტრში.

 9. სტუდენტი უნდა გამოცხადდეს საზღვაო აკადემიაში და წარმოადგინოს პირადი საქმის დედანი. რომელიც მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცემა შესაბამის ფაკულტეტს.

 10. სტუდენტმა უნდა გააფორმოს ხელშეკრულება აკადემიასთან და წარმოადგინოს სწავლის საფასურის დამადასტურებელი ქვითარი.


« უკან