6 მაისს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები შეხვდნენ კომპანია ,,Metro Travel''-ის გენერალურ დირექტორს ირაკლი თავართქილაძეს. პირველ ეტაპზე აკადემიის სტუდენტებმა წარადგინეს ინდივიდუალური ხედვა კომპანიაში მათი ჩართულობის შესახებ, შემდეგში კომპანია შეარჩევს მონაწილეებს, რომლებიც 2-3 კვირის განმავლობაში გაივლიან სტაჟირებას და შემდეგ დასაქმდებიან კომპანიაში.
შეხვედრა განხორციელდა საზღვაო აკადემიის კულტურის და სპორტის სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით.
« უკან |