ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი ჩამოყალიბდა 2006 წელს მანამდე არსებული ტრანსპორტის მენეჯმენტის ფაკულტეტის ბაზაზე. მისი ფუნქციონირების ძირითად მიმართულებას წარმოადგენს კადრების მომზადება ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში,
ფაკულტეტზე მოქმედი საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები ორიენტირებულია საუნივერსიტეტო განათლების მიღებაზე. მათი მიზანია ქვეყნის ეკონომიკური, საზოგადოებრივი და კულტურული განვითარების პრიორიტეტული მიმართულების გათვალისწინებით ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, რომლებსაც ექნებათ დამოუკიდებული აზროვნებისა და შემოქმედებითი საქმიანობის, დინამიურ ბიზნეს-გარემოში მუშაობისა და ხელმძღვანელობის უნარ-ჩვევები და შეძლებენ ბიზნეს-პროცესებისა და ორგანიზაციების ეფექტიან მართვას, მათ შორის საზღვაო გადაზიდვების და ლოჯისტიკის, ნავსადგურის მენეჯმენტის და საზღვაო ტურიზმის სფეროში.
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:
« უკან |