განათლების მე-3 საერთაშორისო გამოფენა   2013
                            
                             19 თებერვალი 2013 წელი
                            ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ მონაწილეობა მიიღო  განათლების მე-3 საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც 15-16 თებერვალს გამოფენების ცენტრ "ექსპო-ჯორჯიას" მე-11 პავილიონში გაიმართა. გამოფენის ფარგლებში აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებისა და კურსანტების მიერ წარმოდგენილი იქნა საზღვაო სასწავლო სიმულატორები, ტექნიკური აღჭურვილობა. დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცათ მიიღოთ საინფორმაციო ბროშურები და ბუკლეტები, გაცნობოდნენ აკადემიის ისტორიას და აღნიშნული სასწავლებლის სამომავლო გეგმებს.
 
                            ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტთა საყურდღებოდ!
                            
                             8 თებერვალი 2013 წელი
                            გაცნობებთ, რომ 2012-2013 წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის სტუდენტთა ფინანსური რეგისტრაცია იწარმოებს 2013 წლის 28 თებერვლამდე. აღნიშნულ პერიოდში სტუდენტებმა უნდა უზრუნველყონ სწავლის საფასურის 50 %-ის გადახდა, ხოლო დარჩენილი 50 %-ის გადახდა 2013 წლის 31 მარტამდე. 
 
                            ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას ოფიციალური ვიზიტით ეწვია სამხრეთ კორეის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია.
                            
                             8 თებერვალი 2013 წელი
                            8 თებერვალს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას ოფიციალური ვიზიტით ეწვია სამხრეთ კორეის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდენენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სანაოსნო და საკრუინგო კომპანიებისა და შპს. საზღვაო ტექ სერვისის წარმომადგენლები. 
 
                            მობილობის წესით სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ!
                            
                             4 თებერვალი 2013 წელი
                            ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში 2012 -2013 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის  მობილობის წესით  სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ.
 
                            მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!
                            
                             25 იანვარი 2013 წელი
                            ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2013 წლის 4 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით.
ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების ცენტრში წარდგენის ვადა 2013 წლის 18 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 29 27 49