info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მობილობის წესით სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ!

4 თებერვალი 2013 წელი

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია  სხვა უმაღლესს სასწავლებლიდან მობილობის წესით გადმოსვლის  მსურველ სტუდენტებს  სთავაზობს  სწავლის გაგრძელებას  შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

 

1.     საზღვაო საინჟინრო  ფაკულტეტი

საბაკალავრო პროგრამები:

  •  საზღვაო ნავიგაცია -25 ადგილი.
  •  გემის მექანიკა - 20 ადგილი.
  •  გემის ელექტრომექანიკა - 12 ადგილი.

    

2.    ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი

საბაკალავრო პროგრამები:

  •  საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაცია და ლოჯისტიკა -13 ადგილი.
  •  ნავსადგურის მენეჯმენტი -13 ადგილი.

სამაგისტრო პროგრამები:

  •  ლოჯისტიკა და ექსპედირება - 5 ადგილი
  •  საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი -5 ადგილი.

 სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულებიდან  მობილობის მსურველი  სტუდენტი უნდა დარეგისტრირდეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის www.eqe.ge  ელექტრონულ პორტალზე  4 თებერვლიდან    14 თებერვლის  ჩათვლით.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე  მობილობის შედეგების გამოცხადებისთანავე  იმ სტუდენტებმა,  რომლებმაც მოიპოვეს მობილობის უფლება  უნდა  გამოცხადნენ  აკადემიაში (მთავარი კორპუსი, I სართული)  და წარმოადგინონ  შემდეგი საბუთები:

·         პირადობის მოწმობის ქსეროასლი;

·         ატესტატის ქსეროასლი;

·         ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და ჩარიცხვის სერტიფიკატის ქსეროასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

·         უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვის ბრძანების ქსეროასლი, ფაკულტეტის  დეკანის ხელმოწერითა და  ბეჭდით დამოწმებული;

·         ცნობა  სტუდენტის სტატუსის შესახებ;

·         სტუდენტის წარმატების ბარათის ქსეროასლი, რომელშიც მითითებული იქნება სტუდენტის მიერ გავლილი საგნების მოცულობა (კრ/სთ) და მიღებული შეფასებები, ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული;

 

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ  ცენტრში წარდგენის  ვადა -  22 თებერვლის  ჩათვლით.

 

შიდა მობილობის (საფაკულტეტო და სპეციალობის შეცვლის) მსურველ სტუდენტთათვის,  გამოყოფილია ვაკანტური ადგილები შემდეგ  საგანმანათლებლო პროგრამებზე :

1.    საზღვაო საინჟინრო  ფაკულტეტი

საბაკალავრო პროგრამები:

  •  საზღვაო ნავიგაცია-  15 ადგილი;
  •  გემის მექანიკა- 10 ადგილი;
  •  გემის ელექტრომექანიკა- 3 ადგილი.

 

2.ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი

საბაკალავრო პროგრამები:

  •  საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაცია და ლოჯისტიკა - 2 ადგილი;
  •  ნავსადგურის მენეჯმენტი- 2 ადგილი.

 

·         შიდა  მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ  ცენტრში წარდგენის  ვადა  12 თებერვლის ჩათვლით.

 


« უკან