info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას ოფიციალური ვიზიტით ეწვია სამხრეთ კორეის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია.

8 თებერვალი 2013 წელი

8 თებერვალს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას ოფიციალური ვიზიტით ეწვია სამხრეთ კორეის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდენენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სანაოსნო და საკრუინგო კომპანიებისა და შპს. საზღვაო ტექ სერვისის წარმომადგენლები.

შეხვედრის დროს კორეის მხარემ ისაუბრა ქართველი მეზღვაურების სავარაუდო დასაქმებაზე კორეულ კომპანიებში მომავალში და საქართველოსა და კორეის საზღვაო სასწავლებლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე. კორეის სანაოსნო რეგისტრის (Korean Register of shipping) ვიცე პრეზიდენტის, ბატონი კვონ ჯაე გეუს მიერ ჩატარებული პრეზენტაციით მათ გაგვიზიარეს მრავალწლიანი გამოცდილება საზღვაო ინდუსტრიაში. 


« უკან