info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

განათლების მე-3 საერთაშორისო გამოფენა 2013

19 თებერვალი 2013 წელი

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ მონაწილეობა მიიღო  განათლების მე-3 საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც 15-16 თებერვალს გამოფენების ცენტრ "ექსპო-ჯორჯიას" მე-11 პავილიონში გაიმართა. გამოფენის ფარგლებში აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებისა და კურსანტების მიერ წარმოდგენილი იქნა საზღვაო სასწავლო სიმულატორები, ტექნიკური აღჭურვილობა. დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცათ მიიღოთ საინფორმაციო ბროშურები და ბუკლეტები, გაცნობოდნენ აკადემიის ისტორიას და აღნიშნული სასწავლებლის სამომავლო გეგმებს.

ორი დღის განმავლობაში გაიმართა უნივერსიტეტების პრეზენტაციები და ღია კარის დღეები, სადაც დამთვალიერებელს საშუალება მიეცათ სასურველი ინფორმაცია პირდაპირ საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისგან მიეღოთ და მიმდინარე პროგრამებსა და სწავლის პირობებს გაცნობოდნენ.


« უკან