info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

ნავიგაციის
ფაკულტეტი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

სურათი
ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსი
ზურაბ ბეჟანოვი (პროფესორი)
ელ-ფოსტა: z.bezhanovi@bsma.edu.ge
 
 
 
ფაკულტეტის ხარისხის სამსახური:
1. ფაკულტეტზე სასწავლო და კვლევითი მუშაობის, აგრეთვე აკადემიური  პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური;
2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) გამოყენების გზით და ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას;
3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების სისტემატიურ მონიტორინგს. მიღებულ შედეგებს წარადგენს ფაკულტეტის საბჭოზე პროგრამების შემდგომი დახვეწის მიზნით;
4. ფაკულტეტზე ხარისხის უზრუნველყოფის პროცესს წარმართავს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი თავისი საქმიანობის შესახებ ფაკულტეტის საბჭოს წარუდგენს ანგარიშს წელიწადში ერთხელ ან საჭიროებისამებრ;
6. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი;
7. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის რეკომენდაციით, საზღვაო აკადემიის რექტორის წარდგინებით ირჩევს ფაკულტეტის საბჭო;
8. ფაკულტეტის საბჭოს რექტორის მიერ შეიძლება წარედგინოს ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატურა; 
9. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის ხმათა ნახევარზე მეტს;
10. თუ ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების საკმარისი რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტენდენტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში მეორე ტურში გამსვლელთა გამოსავლენად ტარდება ხელახალი კენჭისყრა გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში დაინიშნება ახალი არჩევნების თარიღი.
 
ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი:
ა)  თავის საქმიანობას წარმართავს საზღვაო აკადემიის წესდების, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების, შინაგანაწესისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად;
ბ) საზღვაო აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან თანამშრომლობით, ადგენს ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის შეფასების გამჭვირვალე კრიტერიუმებს;
გ) შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე ახდენს სასწავლო და სამეცნიერო პროცესების მონიტორინგსა და შეფასებას;
დ) შეიმუშავებს წინადადებებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესების ოპტიმიზაციისა და გაუმჯობესების მიზნით;
ე) უზრუნველოფს ფაკულტეტის თვითშეფასებას ინსტიტუციონალური ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციის პროცესისათვის;
ვ) უზრუნველოფს ფაკულტეტის თვითშეფასებას შიდა და გარე აუდიტისათვის ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015-ის მოთხოვნების შესაბამისად;
ზ) რეგულარულად წარადგენს ანგარიშს თავისი მუშაობის შესახებ ფაკულტეტის საბჭოს წინაშე;
თ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას დროებით ასრულებს ფაკულტეტის საბჭოს  ერთ-ერთი წევრი რექტორის ბრძანებით.

« უკან