საქველმოქმედო კონცერტი
                            
                             19 დეკემბერი 2012 წელი
                            ამა წლის 25 დეკემბერს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ტარდება საქველმოქმდო კონცერტი. გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მიიღოთ მონაწილეობა ღონისძიებაში.  კონცერტზე შემოსული თანხა მოხმარდება სოციალურად დაუცველ სტუდენტებს.
 
                            განცხადება
                            
                             19 დეკემბერი 2012 წელი
                            2012 წლის 21 დეკემბერს დღის 12 საათზე #1203 აუდიტორიაში ჩატარდება ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატის რომან მამულაძის “ფაკულტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის” პრეზენტაცია
 
                            რეგიონალური თანამშრომლობის ფორუმი
                            
                             17 დეკემბერი 2012 წელი
                            2012 წლის 16-17 დეკემბერს ბათუმში გაიმართა დსთ-სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საზღვაო ხელისუფლებების რეგიონალური თანამშრომლობის ფორუმი. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO), შავი ზღვის საზღვაო ინსტიტუტების ასოციაციის (Black Sea Association of Maritime Institutions), შავი ზღვის ურთიერთგაგების მემორანდუმის (Black Sea MoU),  ევრო კომისიის (European Commission) და მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტის (World Maritime University) წარმომადგენლებმა. ფორუმი გაიმართა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით.
 
                            გასაუბრება
                            
                             17 დეკემბერი 2012 წელი
                            17 დეკემბერს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში გაიმართა აკადემიის კურსანტების გასაუბრება კოლუმბია შიპმენეჯმენტის (COLUMBIA SHIPMANAGEMENT Ltd.) წარმომადგენლებთან, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტთა პრაქტიკით უზრუნველყოფას და დასაქმებას. 
 
                            ახალი საგანმანათლებლო პროგრამა
                            
                             14 დეკემბერი 2012 წელი
                            ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მომავალი სასწავლო წლისათვის განახორციელებს მიღებას ახალ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე: „ტურიზმი - საკრუიზო ტურიზმის მენეჯმენტი“,