2012 წლის 16-17 დეკემბერს ბათუმში გაიმართა დსთ-სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საზღვაო ხელისუფლებების რეგიონალური თანამშრომლობის ფორუმი. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO), შავი ზღვის საზღვაო ინსტიტუტების ასოციაციის (Black Sea Association of Maritime Institutions), შავი ზღვის ურთიერთგაგების მემორანდუმის (Black Sea MoU), ევრო კომისიის (European Commission) და მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტის (World Maritime University) წარმომადგენლებმა. ფორუმი გაიმართა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით.
ფორუმს ოფიციალური ვიზიტით ეწვია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური მდივანი ბ-ნი კოჯი სეკიმიცუ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბ-ნი გიორგი კვირიკაშვილი.
აღნიშნული ფორუმის მონაწილეები 16-17 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში. ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურმა მდივანმა ბატონმა კოჯი სეკიმიცუმ ისაუბრა საქართველოში საზღვაო განათლების განვითარებასა და აღნიშნული დარგის პრიორიტეტულობაზე.
17 დეკემბერს ასევე გაიმართა საქმიანი შეხვედრა შავი ზღვის საზღვაო ინსტიტუტების ასოციაციის (Black Sea Association of Maritime Institutions) თავმჯდომარე ბატონ მიხაილო მიუსოვსა (რომელიც ამასთანავე ოდესის ეროვნული საზღვაო აკადემიის რექტორი გახლავთ) და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორ ბატონ ირაკლი შარაბიძეს შორის. აღნიშნულ შეხვედრაზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ოდესის ეროვნულ საზღვაო აკადემიასა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის.
« უკან |