ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |
2016 წლის 02 ნოემბერს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სენატის №12/1 (02.11.2016 წ.) და ფაკულტეტის საბჭოს №13 (02.11.2016 წ.) გადაწყვეტილებით გამოცხადდა ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები.
ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2016 წლის 02 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, აკადემიის კანცელარიაში ყოველდღე (შესვენება 13:00 საათიდან 14:00 საათამდე) ოფიციალურად დადგენილი უქმე და დასვენების დღეების გარდა. 2016 წლის 23 დეკემბერს 18:00 საათამდე მოხდება შემოსული განცხადებების განხილვა ფაკულტეტის საბჭოს მიერ და ფაკულტეტის საბჭოს წინაშე კანდიდატების მიერ ფაკულტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის წარდგენა. აგრეთვე აღნიშნულ პერიოდში კანდიდატებს შეეძლებათ საარჩევნო აგიტაციის წარმოება.
26 დეკემბერს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ჩატარდება ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები.
დეკანის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ავტორიზებულ უმაღლეს საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ და/ან ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;
გ) კანდიდატი არჩევის შემთხვევაში არ უნდა იყოს დასაქმებული სხვა სამსახურში.
კანდიდატმა საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისათვის უნდა წარადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლები:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია/CV;
დ) ფაკულტეტის 4 წლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა;
ე) 2 ც. ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4–ზე;
ვ) ავტორიზებულ უმაღლეს საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა სამსახურიდან).
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საარჩევნო კომისიას (ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია. ქ.ბათუმი. რუსთაველის ქ.№53, მე-2 სართული, ოთახი №210) .
საკონტაქტო ინფორმაცია:
e-mail: info@bsma.edu.ge
tel: +995 (422) 274850
+995 577221516 - იურისტი/ საარჩევნო კომისიის წევრი.
« უკან |