info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

ფაკულტეტის საბჭო

ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმართველობის წარმომადგენლები;

საქმიანობა:
  • 4  (ოთხი) წლის ვადით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკადემიის სენატის მიერ დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად;
  • 4 (ოთხი) წლის ვადით ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელძღვანელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკადემიის სენატის მიერ დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად;
  • განსაზღვრავს და აკადემიის სენატს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს;
  • დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიის სენატს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ და ერთწლიან სამოქმედო გეგმებს, საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამებს;
  • აკადემიის სენატს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტზე მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამებს;
  • დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიის სენატს;
  • დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ცვლილებების პროექტს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებაში და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიის სენატს;
  • განიხილავს ფაკულტეტის სტრუქტურაში შემავალი ქვედანაყოფების დებულებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიის სენატს;
  • აკადემიის სენატს დასამტკიცებლად წარუდგენს სტუდენტთა მისაღები კონტინგენტის რაოდენობას და კოეფიციენტებს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და საერთო სამაგისტრო გამოცდებისათვის.

 


« უკან