info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

1 მაისი 2017 წელი
სურათი

1.  ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია (შემდგომში აკადემია) აცხადებს  ღია კონკურსს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის  აკადემიური თანამდებობების  დასაკავებლად საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტსა და ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე.  

2.  კონკურსის შედეგად აკადემიური პერსონალი აირჩევა 4 წლის ვადით.

3.  განცხადებების მიღება იწარმოებს საპროცედურო კომისიის მიერ კონკურსის გამოცხადებიდან ერთი თვის შემდეგ, 2017 წლის 01 ივნისიდან 20  ივნისის ჩათვლით, ყოველ დღე (დასვენებისა და უქმე დღეების გარდა), 10:00-დან 16:00 საათამდე (შესვენება 13:00 საათიდა 14:00 საათამდე),  საპროცედურო კომისიაში. საჩივრების მიღების ვადა განისაზღვრება 2017 წლის 20 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით.    

2. საკონკურსო განაცხადებების განხილვა იწარმოებს 2017 წლის 27 ივნისიდან 2017 წლის  27 ივლისის ჩათვლით.

3. კენჭისყრა ჩატარდება 2017 წლის  28 ივლისს.

4.  კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2017 წლის 15 აგვისტოსი  აკადემიის საინფორმაციო დაფასა და აკადემიის ვებგვერდზე: www.bsma.edu.ge.

5. კონკურსში გამარჯვებულ პირთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება არა უგვიანეს 2017 წლის 20 სექტემბრისა.

6. კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაციის გაცემა (მათ შორის საკონკურსო ადგილების რაოდენობა სწავლების ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის საგნების/მონათესავე საგანთა ჯგუფის მიხედვით და სხვ.) მოხდება საპროცედურო კომისიის მიერ:  Email: info@bsma.edu.ge.

7. აკადემიის აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსის ძირითადი პირობები იხილეთ დაწვრილებით თანდართულ ფაილში:

 

  განცხადება
  კანდიდატის განცხადების ფორმა
  ანკეტა
  კანდიდატთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები
  საგნების ჩამონათვალი

« უკან