info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

სამუშაო შეხვედრა ქუთაისი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

9 დეკემბერი 2016 წელი
სურათი

2016 წლის 7 დეკემბერს ქუთაისი ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა სამუშაო შეხვედრა პროექტის „მდგრადი ტურიზმი: სოფლის მეურნეობა და მემკვიდრეობის" ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის (USN), აგრეთვე საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტების -  ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

პროექტი მიზნად ისახავს  ნორვეგიას, საქართველოსა და  ყირგიზეთს შორის განათლების სფეროში, კერძოდ კი მდგრადი ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობას. 

 ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რომან მამულაძემ და სტანდარტის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარმა სპეციალისტი თეონა ძნელაძემ.

შეხვედრისას განხილული იქნა პროექტის განხორციელების ფარგლებში  მიღწეული შედეგები და დაიგეგმა 2017 წელს განსახორციელებელი სამუშაოები.


« უკან