ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო (MCA-Georgia)-ს საგრანტო პროექტის ფარგლებში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის (PICG) - პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის (ISWD) ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას სამუშაო ვიზიტით სტუმრობდნენ Pearson Education წარმომადგენლები:
საერთაშორისო კვალიფიკაციის განვითარების მენეჯერი მარკ ანრედსენი, საკვალიფიკაციო განვითარების შემუშავების მენეჯერი პოლ ვინზერი, საერთაშორისო პროფესიული ექსპერტი მეთევზე -მეზღვაურების პროფესიული მომზადების დარგში კრის გონი.
▶ ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრები საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციასთან. სტუმრები გაეცნენ საზღვაო აკადემიის სასწავლო და ტექნიკურ ბაზას, მოინახულეს ის სასწავლო ლაბორატორიები და სახელოსნოები სადაც პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. მოეწყო გასვლითი შეხვედრები საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა პოტენციურ დამსაქმებლებთან.
▶ 6 დეკემბერს აღნიშნულ ფორმატში ჩატარდა შეხვედრა ფოთში თევზჭერის ლიცენზიანტ შპს „მადაი“-ს ოფისში. შეხვედრას ესწრებოდნენ „საქართველოს მეთევზეთა კავშირი 2015 -ის წარმომადგენლები.
▶ 7 დეკემბერს იგივე ფორმატში გაიმართა შეხვედრა ბათუმის სავაჭრო ნავსადგურში. შეხვედრას პარტნიორებთან უძღვებოდნენ ნავსადგურის მარკეტინგისა და ლოჯისტიკის განყოფილების უფროსი პავლე ოლიფერენკო, მარკეტინგის სამსახურის უფროსი ბექა გოგიბერიძე და განყოფილების ინჟინერი ავთანდილ ღოღობერიძე.
▶პარტნიორებთან ერთად განხილული იქნა მეთევზე-მეზღვაურის და პორტის ლოჯისტიკის ოპერატორის მომზადების პროფესიული სტანდარტების პროექტები, მიღებული და გაზიარებული იქნა დამსაქმებელთა წინადადებები პროფესიული სტანდარტების ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით.
« უკან |