info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

UGRAD_გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისათვის

6 დეკემბერი 2016 წელი
სურათი

გაცნობებთ,დღეს 12:00 საათზე, 101 აუდიტორიაში, ამერიკის საელჩოს განათლებისა და პროფესიული პროგრამების კოორდინატორმა თეა კუჭუხიძემ სტუდენტებს გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამის "Global UGRAD Program" შესახებ დეტაური ინფორმაცია გააცნო.

▶ აპლიკაციების მიღება გრძელდება 31 დეკემბრის ჩათვლით. ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 1, 2, და 3 კურსის სტუდენტებს.

▶გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამა წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს პროგრამას. სტუდენტური პროგრამა საშუალებას აძლევს ბაკალავრიატის პირველ, მეორე და მესამე კურსის სტუდენტებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან ისწავლონ ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტში ან კოლეჯში. პროგრამა არ ითვალისწინებს აკადემიური ხარისხის მინიჭებას. მონაწილეები შეირჩევიან ღია, თანასწორუფლებიანი კონკურსის საფუძველზე.
▶ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს:https://georgia.usembassy.gov/…/programs/exchange…/ugrad.htm
▶ გისურვებთ წარმატებებს!


« უკან