info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გამოცხადდა ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები

2 ნოემბერი 2016 წელი
სურათი

2016 წლის 02 ნოემბერს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სენატის №12/1 (02.11.2016 წ.) და ფაკულტეტის საბჭოს №13 (02.11.2016 წ.)  გადაწყვეტილებით გამოცხადდა ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები.

ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2016 წლის 02 დეკემბრიდან 16 დეკემბრის  ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, აკადემიის კანცელარიაში ყოველდღე (შესვენება 13:00 საათიდან 14:00 საათამდე) ოფიციალურად დადგენილი უქმე და დასვენების დღეების გარდა. 2016 წლის 23 დეკემბერს 18:00 საათამდე მოხდება შემოსული განცხადებების განხილვა ფაკულტეტის საბჭოს მიერ და ფაკულტეტის საბჭოს წინაშე კანდიდატების მიერ ფაკულტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის წარდგენა.   აგრეთვე აღნიშნულ პერიოდში კანდიდატებს შეეძლებათ საარჩევნო აგიტაციის წარმოება.

26 დეკემბერს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ჩატარდება ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები.

დეკანის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა)     უმაღლესი განათლება;

ბ)     ავტორიზებულ უმაღლეს   საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ და/ან ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;

გ)  კანდიდატი არჩევის შემთხვევაში არ უნდა იყოს დასაქმებული სხვა სამსახურში.

   კანდიდატმა საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისათვის უნდა წარადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლები:

ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;

ბ)  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ)  ავტობიოგრაფია/CV;

დ) ფაკულტეტის 4 წლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა;

ე) 2 ც. ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4–ზე;

ვ) ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა სამსახურიდან).

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საარჩევნო კომისიას (ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია. ქ.ბათუმი. რუსთაველის ქ.№53, მე-2 სართული, ოთახი №210) .

საკონტაქტო ინფორმაცია:

e-mail: info@bsma.edu.ge

tel: +995 (422) 274850

        +995 577221516 - იურისტი/ საარჩევნო კომისიის წევრი.


« უკან