info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

აბიტურიენთა საყურადრებოდ!!!

30 სექტემბერი 2016 წელი
სურათი

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩამონათვალში მნიშვნელოვანი ცვლილებაა:
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე „საზღვაო ნავიგაცია“ (იგივე გემთწამყვანი სპეციალობა) ჩარიცხვის მსურველმა აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს ოთხი გამოცდა:

1. ქართული ენა და ლიტერატურა;
2. ზოგადი უნარები;
3. ინგლისური ენა;
4. მათემატიკა ან/და გეოგრაფია

 როგორც მოგეხსენებათ, წინა წლებში აბიტურიენტს ქონდა უცხო ენის არჩევის შესაძლებლობა (ან ინგლისური ენა, ან რუსული ენა, ან გერმანული ენა, ან ფრანგული ენა).

 ზემოთ აღნიშნული ცვლილების გამო, 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საზღვაოსნო მეცნიერებათა ბაკალავრის (საზღვაო ნავიგაცია) საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად აბიტურიენტმა უცხო ენის გამოცდაზე უნდა ჩააბაროს გამოცდა მხოლოდ ინგლისურ ენაში.

 ყველა სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ენათა არჩევითი ბლოკი ძალაში რჩება. რაც გულისხმობს, რომ აბიტურიენტი ირჩევს ოთხი ენიდან (ინგლისური ენა, გერმანული ენა, ფრანგული ენა, რუსული ენა) ერთ-ერთს.

 


« უკან