info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მწუხარებას გამოთქვამს ნიკა გოგრაჭაძისა და დავით ბერიძის გარდაცვალების გამო

28 სექტემბერი 2016 წელი

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მწუხარებას გამოთქვამს ნიკა გოგრაჭაძისა და დავით ბერიძის გარდაცვალების გამო. გარდაიცვალნენ  „ტურიზმი-საკრუიზო ტურიზმის მენეჯმენტის“ საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი ნიკო გოგრაჭაძე და ჩვენი ფაკულტეტის კურსდამთავრებული დავით ბერიძე.

 ნიკო გოგრაჭაძე ბუნებით მოკრძალებული, ზრდილი ახალგაზრდა იყო.ყოველდღიურ ცხოვრებაში იგი ღირსეულიც აღმოჩნდა. მოყვასისადმი დახმარება გახდა მისი ამქვეყნიდან წასვლის მიზეზი - ნიკომ საკუთარი სიცოცხლე შესწირა მისთვის უცხო ადამიანის გადარჩენას, უფალმა გაანათლოს მისი სული.

დავით ბერიძემ   2008 წელს დაამთავრა ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი სპეციალობით  „სანავსადგურო სამუშაოთა მექანიზაცია და მართვა“. ღირსება და პრინციპულობა მისთვის  არ იყო უცხო. სწორედ ამ სულიერი თვისებების მქონემ შეძლო რამდენიმე წლის განმავლობაში შებრძოლებოდა მძიმე სენს. ამავე დროს ჰქონდა ის შემართება და სურვილი, რომ ადამიანებს დადგომოდა ჭირსადა ლხინში და გამოეჩინა მათდამი მხარდაჭერა.

ჩვენ, საზღვაო აკადემიის ადმინისტრაცია და პროფესურა ყოველთვის ვამაყობთ, როცა ჩვენგან დაფრთიანებულები  არამარტო პროფესიონალები, არამედ ღირსეული პიროვნებებიც არიან.  მხოლოდ ეს გვამშვიდებს, რომ ნიკომაც და დათომაც ღირსეული კვალი დატოვეს ამქვეყნად!

 

                                               ნათელში ამყოფოს ორივე უფალმა!


« უკან