info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის კიდევ ერთი წარმატება!

27 სექტემბერი 2016 წელი
სურათი

 ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა პროექტის ”პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” ფარგლებში, პროფესიული განათლების განვითარების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გამართა.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია პროექტის ერთ-ერთი გრანტიორი სასწავლებელი გახდა. 
საგრანტო კონკურსი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მიერ.

 სასტუმრო ”თბილისი რუმსში” გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნენსი ლი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე, აკადემიის ISO სტანდარტის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნინო ყურშუბაძე, პროფესიული მომზადების ცენტრის უფროსი გოჩა გოგიტიძე და სხვა მოწვეული სტუმრები..

 იან კელის თქმით, ამერიკის დახმარება საქართველოსადმი მიმართულია, რომ საქართველომ მიაღწიოს თავის მიზნებს, გაძლიერდეს მისი ეკონომიკა, წინ წავიდეს ევროატლანტიკური მიმართულებით.

 გამარჯვებული პროექტების მეშვეობით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეიქმნება და განახლდება კერძო სექტორის მიერ შემდეგ დარგებში მოთხოვნადი პროგრამები: საზღვაო, საინჟინრო, ტურიზმი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ავიაცია და სოფლის მეურნეობა. ათი პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 19,6 მილიონი აშშ დოლარია, საიდანაც 12 მილიონი აშშ დოლარი საგრანტო თანხას, დანარჩენი კი, კერძო სექტორის თანადაფინანსებას წარმოადგენს.

 გილოცავთ ამ დიდ წარმატებას!

 


« უკან