info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საზღვაო აკადემიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

9 სექტემბერი 2016 წელი
სურათი

დღეს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში სასწავლო წელი დაიწყო.

 სასწავლო წლის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიება საქართველოს ჰიმნის ფონზე გაიხსნა. ბათუმის სახელმწიფო
საზღვაო აკადემიის რექტორმა და მოწვეულმა სტუმრებმა სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცეს.

 ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი მამუკა ახალაძე,და მთავრობის სხვა წევრები.

 მთავრობის წევრებმა გაეცნეს და დაათვალიერეს საზღვაო აკადემიაში მოქმედი სასწავლო ინფრასტრუქტურა და მატერიალურ ტექნიკური ბაზა.

 ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ერთადერთი საზღვაო სასწავლებელია საქართველოში, რომელიც აღჭურვილია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და რომლის დიპლომიც საერთაშორისოდაა აღიარებული. საზღვაო აკადემიაში ორი მიმართულებით ხორციელდება საგანმანათლებლო პროცესი: საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტი და ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი. ამჟამად აკადემიაში 2200 სტუდენტი სწავლობს.

 2016/2017 სასწავლო წლისთვის გამოცხადებული 550 ვაკანტური ადგილიდან 550-ივე შეივსო. შესაბამისად, წელს პირველად საზღვაო აკადემიას 100%-იანი სტუდენტთა მიღება აქვს. სასწავლებელში ყველა ვაკანსია შეივსო და გარე მობილობით 60 სტუდენტი ჩაირიცხა. ყველაზე დიდი მოთხოვნა ნავიგაციისა და ლოჯისტიკის სპეციალობებზე დაფიქსირდა.

 აკადემია ამზადებს არა მხოლოდ ოფიცრებს, არამედ რიგით მეზღვაურებს სასწავლებელთან არსებულ პროფესიული გადამზადების ცენტრში (ერთ წლიანი უფასო სწავლება), რაც ეხმარება კურსდამთავრებულს, მოკლე დროში დაეუფლონ აღნიშნულ კვალიფიკაციას.

 საზღვაო აკადემიის სტუდენტის დასაქმების არეალი არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიოა. აკადემიის კურსდამთავრებულთა საშუალო დასაქმების მაჩვენებელი 75 პროცენტია. ქართველი მეზღვაურები, ძირითადად, დასაქმებულნი არიან ევროპულ და აზიურ გემთმფლობელ გემებზე.

 ამჟამად საქართველოში, დაახლოებით, 15,000 მეზღვაურია. ყველაზე დაბალი რანგის მქონე ქართველი მეზღვაურის (ოფიცრის) და კაპიტნის თვიური ანაზღაურება შეადგენს, შესაბამისად, 3,000 აშშ დოლარსა და 14,000 აშშ დოლარს. საქართველოს ბიუჯეტში, ქართველ მეზღვაურებს, წლიურად, დაახლოებით 150-180 მლნ. ლარი შემოაქვთ.

 


« უკან