ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია II საერთაშორისო კონფერენცია „საზღვაო ინდუსტრიის ინოვაციური გამოწვევები: საზღვაო ტრანსპორტი, საინჟინრო ტექნოლოგიები, ლოჯისტიკა, ტურიზმი“ მასპინძლობს. კონფერენციას საზღვაო აკადემიის დელეგატები, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ბატონი გიორგი თავამაიშვილი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
▶ კონფერენცია მიზნად ისახავს:
საზღვაო დარგის განვითარების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პერსპექტივების განხილვას;
ბსს აკადემიის პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად ერთობლივი სადოქტორო პროგრამის განხორციელების პერსპექტივის განხილვას;
ინოვაციების გაცნობას თანამედროვე საზღვაო ტექნოლოგიებში;
საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას საქართველოს სანაოსნო წყლების უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის თვალსაზრისით;
საზღვაო სასწავლებლების კურსდამთავრებულებისათვის დასაქმების ბაზრის მოთხოვნების, და დასაქმების საერთაშორისო ბაზრის პერსპექტივების განხილვას;
სასწავლო დაწესებულებების თანამშრომლობის გაღრმავებას რეგიონული ეკონომიკის, ლოგისტიკისა და ტურიზმის სფეროში.
▶ ღონისძიებაში ადგილობრვ პროფესორებთან ერთად პოლონეთის, უკრაინის და თურქეთის წამყვანი უნივერსიტეტების ლექტორ-მასწავლებლებიმონაწილეობდნენ. მათ მოხსენებები საზღვაო ტრანსპორტის, საინჟინრო ტექნოლოგიების ლოჯისტიკის და ტურიზმის თემატიკაზე წარმოადგინეს
▶ საზღვაო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებულია ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად. ქვეყნისა და რეგიონის განვითარებისათვის ასევე მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებაც, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის განუწყვეტლივ მზარდი და ერთერთი ყველაზე წარმატებული დარგია. ამ დარგების განვითარება პირდაპირ კავშირშია სოციალურ, კულტურულ და საგამანათლებლო სფეროებთან და აგრეთვე, ეკონომიკის სხვადასხვა დარგებისა და სახელმწიფოთა შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასთან. აღნიშნული დარგების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება.
▶ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია არის საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ასოციაციის (IAMU) წევრი, რომლის მიზანია საზღვაო განათლებაში საერთაშორისო სტანდარტების მხარდაჭერა და განვითარება მთელს მსოფლიოში. ბსს აკადემიას აქვს მჭიდრო თანამშრომლობა საზღვარგარეთ არსებულ საზღვაო სასწავლებლებთან და მათი გამოცდილების გაზიარებისათვის მნიშვნელოვანია ერთობლივი კონფერენციების მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას კადრების მომზადების საქმეში.
« უკან |