info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით გამოცხადდა არჩევნები

7 სექტემბერი 2016 წელი
სურათი

2016 წლის 7 სექტემბერს გამოცხადდა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის )შემდეგში - აკადემია) ხარისხის უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსის არჩევნები.

            ხარისხის უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა ძირითად შესარჩევი კრიტერიუმებია:

            ა) უმაღლესი განათლება;

            ბ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორის ან  ასოცირებული პროფესორის ხარისხი;

            გ) განათლების ხარისხის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

            ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ა/წ წლის 14 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, ყოვედღე 10:00 საათიდან 16 საათამდე, საქართველოს შრომის კოდექსით და აკადემიის შინაგანაწესით დადგენილი  უქმე/დასვენების დღეების და ყოველდღიური შესვენების გარდა (შესვენება 13 საათიდან 14 საათამდე),  აკადემიის საარჩევო კომისის მიერ,  შემდეგ მისამართზე: ქ.ბათუმი, რუსთაველის გამზ. N53, ძირითადი კორუსი, მეორე სართული, N210 ოთახი.

            რეგისტრაციისათვის კანდიდატებმა  უნდა წარმოადგინონ შემდეგი  დოკუმენტები:

            ა) განცხადება;

            ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი (დიპლომი)  ან სერტიფიკატის (დიპლომის) კანონით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი;

            გ) პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ან ხელშეკრულების კანონით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი);

            დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი;

            ე)    ავტობიოგრაფია/CV;

            ვ)  უმაღლეს სასწავლებელში განათლების ხარისხის განვითარების კონცეფცია;

            ზ)    2 ც. ფერადი ფოტოსურათი, ზომით ¾ზე.

          არჩევნები ჩატარდება 2016 წლის 20 სექტემბერს, აკადემიის სენატის მიერ.


« უკან