info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

„კომპეტენციათა ცენტრების ქსელი შავი ზღვის რეგიონის საკრუიზო ტურიზმის განვითარების მიზნებისათვის" საკოორდინაციო შეხვედრები დაიწყო

5 სექტემბერი 2016 წელი
სურათი

ამა წლის 5-9 სექტემბერს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში დაიწყო ევროკავშირის პროექტის „კომპეტენციათა ცენტრების ქსელი შავი ზღვის რეგიონის საკრუიზო ტურიზმის განვითარების მიზნებისათვის" (Projekt 543681-TEMPUS-1-2013-1-DE-TEMPUS-JPHES „Network of competence centres for the development of cruise tourism in the Black Sea region - CruiseT") საკოორდინაციო შეხვედრები.

 პროექტი შავიზღვისპირეთში საკრუიზო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტის პარტნიორები არიან ევროკავშირის ქვეყნების (გერმანიის, იტალიის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, რუმინეთის), ასევე უკრაინისა და საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები, სახელმწიფო დაწესებულებები და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები, აჭარის არ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

 საკოორდინაციო შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობს 100-მდე მონაწილე, მათ შორის ევროკაშირის, უკრაინისა და საქართველოს ცნობილი უნივერსიტეტების პროფესორები და სტუდენტები, ტურიზმის დარგის ცნობილი სპეციალისტები, ბიზნესისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები.

 ბათუმის საკოორდინაციო შეხვედრაზე განხილულ იქნება პროექტის მიმდინარეობის, ასევე ტურიზმის, მათ შორის საკრუიზო ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები.

 საკრუიზო ტურიზმის განვითარებისა და განათლების სფეროში საერთო ინტერესების გათვალისწინებით, დღესვე, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საზღვაო აკადემიას, აჭარის არ ტურიზმის გიდების ასოციაციას, აჭარის არ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტსა და საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას შორის. აღნიშნულ მემორანდუმს ხელი მოაწერეს საზღვაო აკადემიის რექტორის მოადგილე აბდულ კახიძემ, აჭარის ტურიზმის გიდების ასოციაციის დირექტორმა თეონა ზოიძემ, აჭარის არ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ბერძენიშვილმა და საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ოსმან მჟავანაძემ.

 მემორანდუმის მიზანია ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება.

 


« უკან