info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებისათვის

31 აგვისტო 2016 წელი
სურათი

მიმდინარე წლის 30-31 აგვისტოს ბაათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებისათვის ჩატარდა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები  „ადამიანური რესურსების მენეჯმენტში“.

ტრენინგში მონაწილეობას ღებულობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 10 (ათი) თანამშრომელი.

ტრენინგი ორგანიზებული იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ბსსა-ს ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტთან არსებული „ტურიზმში კომპეტენციათა რეგიონულ ცენტრს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე.

მემორანდუმი მიზნად ისახავს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, გამგეობაში სტუდენტების სტაჟირებას, ერთობლივი კვლევითი სამუშაოების წარმოებას და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას სხვადასხვა მიმართულებით.

აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე მიმდინარე წლის ზაფხულში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტაჟირება უკვე გაიარა ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ათმა სტუდენტმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბსსა-ს ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტთან არსებული „ტურიზმში კომპეტენციათა რეგიონული ცენტრი“ ევროკავშირის ტემპუსის პროექტის Projekt 543681-TEMPUS-1-2013-1-DE-TEMPUS-JPHES „Network of competence centres for the development of cruise tourism in the Black Sea region" – CruiseT“ მხარდაჭერით შეიქმნა და მისი საქმინობის მთავარ მიმართულებას კადრების მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, კვლევითი და კონსალტინგური მომსახურება წარმოადგენს.


« უკან