დღეს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
▶ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისა და განათლების სფეროში საერთო ინტერესების გათვალისწინებით დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი აჭარის სოფლის მეურნეობის მინიტრმა ლაშა კომახიძემ და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ მოაწერეს.
▶აღნიშნულ მემორანდუმს ხელი მოეწერა ტემპუსის "კომპეტენციათა ცენტრების ქსელი შავი ზღვის რეგიონის საკრუიზო ტურიზმის განვითარების მიზნებისათვის" პროექტის ფარგლებში.
▶მემორანდუმის მიზანია სამინისტროსა და აკადემიას შორის სოფლის მეურნობის დარგის შემდგომი განვითარებისა და განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც გამოიხატება აკადემიის მხრიდან შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე. სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების თანამშრომლებისა და რეგიონის ფერმერებისათვის ტრენინგების ორგანიზება-ჩატარება.
▶ ასევე, სამინისტროს მხრიდან კვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის, ახალგაზრდა სპეციალისტების დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულებაში აკადემიის სტუდენტთა სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის ხელშეწყობით.
« უკან |