info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      

საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ეკონომიკური საბჭოს სხდომა

29 აგვისტო 2016 წელი
სურათი

▶ დღეს, 14:00 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

▶ სხდომაზე განიხილეს შემდგები საკითხები:
1. საქართველოს საზღვაო-სატრანსპორტო და ლოჯისტიკური პოტენციალის განვითარების ძირითადი მიმართულებანი 
2. საქართველოში საზღვაო-სატრანსპორტო ინფრასრუქტურისათვის კადრების მომზადება
3. საქართველოს საზღვაო დროშის პოპულარიზაცია.

▶ აღნიშნულ სხდომას საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საბჭოს თავმჯდომარე პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი თოფაძე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მამუკა ახალაძე, საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს დამსახურებული ვეტერანები და ეკონომიკური საბჭოს სხვა წევრები ესწრებოდნენ.

▶ სხდომის დასასრულს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორს გადაეცა საპატიო სიგელი - ქართული საზღვაო-საგანმანათლებლო სფეროში კვალიფიციური მეზღვაურების მომზადებაში და საზღვაო საქმეში შეტანილი დიდი ღვაწლისთვის.

▶ საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მამუკა ახალაძე და შორეული ნაოსნობის კაპიტანი სოლომონ ბალაძე

 


« უკან