ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
1. საზღვაო ტრანსპორტის მართვა. (20 ადგილი)
2. გემის ენერგეტიკული დანადგარები და მექანიზმები. (20 ადგილი)
3. გემებისა და პორტების ელექტროენერგეტიკული სისტემები და დანადგარები.(10 ადგილი)
4. გემების, პორტებისა და საზღვაო ტერმინალების ელექტროენერგეტიკული დანადგარები. (10 ადგილი)
მიღების წინაპირობა:
- აპლიკანტს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ერთიანი სამაგისტრო გამოცდა B ტიპის ტესტი;
- მაგისტრატურაში სწავლის მსურველმა უნდა ჩააბაროს სასპეციალიზაციო გამოცდები სპეციალობასა და უცხო ენაში (ინგლისური ენა).
მაგისტრატურაში ჩარიცხვის სურვილის მქონე პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
1. განცხადება ბსსა-ს რექტორის სახელზე;
2. ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი);
3. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი, (ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ);
4. პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
5. ორი ფოტოსურათი 3X4, ელექტრონული ვერსია CD-ზე;
6. წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (ან სამხედრო ბილეთი ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საბუთების მიღება იწარმოებს მიმიდინარე წლის 2 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით;
სასპეციალიზაციო გამოცდები დანიშნულია:
· სპეციალობაში - მიმდინარე წლის 19 სექტემბერი;
· ინგლისური ენა - მიმდიანრე წლის 20 სექტემბერი.
მაგისტრატურაში ჩარიცხვის შედეგები გამოქვეყნდება მ.წ. 23 სექტემბერს.
მაგისტრატურაში ჩარიცხულთა აკადემიური რეგისტრაცია იწარმობსა მ.წ. 26 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით;
მაგისტრატურაში სწავლა დაიწყება მ.წ. 3 ოქტომბერს.
« უკან |