info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

მისაღები გამოცდები მაგისტრატურაში

22 აგვისტო 2016 წელი
სურათი

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

1. ლოჯისტიკა და ექსპედირება - 15 ადგილი

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი - ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი.

2.  საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი - 15 ადგილი

 მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი - ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი.

მიღების წინაპირობა.

-         აპლიკანტს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ერთიანი სამაგისტრო გამოცდა;

-          მაგისტრატურაში სწავლის მსურველმა უნდა ჩააბაროს სასპეციალიზაციო გამოცდები  ეკონომიკსში და უცხო ენაში (ინგლისური ენა).

მაგისტრატურაში ჩარიცხვის სურვილის მქონე პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

1.    განცხადება  ბსსა-ს რექტორის სახელზე;

2.    ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი);

3.    უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი, (ან  ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ);

4.    პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;

5.    ორი ფოტოსურათი  3X4, ელექტრონული ვერსია CD-ზე;

6.    წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (ან სამხედრო ბილეთი ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საბუთების მიღება იწარმოებს მიმიდინარე წლის 2 სექტემბრიდან 15 სექტემბრის  ჩათვლით;

სასპეციალიზაციო გამოცდები  დანიშნულია:

·         ეკონომიკსი - მიმდინარე წლის 18 სექტემბერი;

·         ინგლისური ენა - მიმდიანრე წლის 19 სექტემბერი.

 

  • მაგისტრატურაში ჩარიცხვის შედეგები გამოქვეყნდება მ.წ. 24 სექტემბერს.
  • მაგისტრატურაში ჩარიცხულთა აკადემიური რეგისტრაცია იწარმობსა მ.წ. 24 სექტემბრიდან  28 სექტემბრის ჩათვლით;
  • მაგისტრატურაში სწავლა დაიწყება მ.წ. 29  სექტემბერს.

 

  განცხადება - ანკეტა კითხვარი

« უკან