info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში 2016 -2017 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრის სხვა უმაღლეს სასწავლებლებიდან მობილობის წესით სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ!

27 ივლისი 2016 წელი

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია  სხვა უმაღლესს სასწავლებლიდან მობილობის წესით გადმოსვლის  მსურველ სტუდენტებს  სთავაზობს  სწავლის გაგრძელებას  შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

1.     საზღვაო საინჟინრო  ფაკულტეტი

საბაკალავრო პროგრამები:

ü საზღვაო ნავიგაცია- 10 ადგილი;

ü გემის მექანიკა - 20 ადგილი;

ü გემის ელექტრომექანიკა -20 ადგილი;

ü ნავსადგურებისა და ტერმინალების გადამტვირთავი აღჭურვილობის ექსპუალატაცია-20 ადგილი.

 

სამაგისტრო პროგრამები:

ü  საზღვაო ტანსპორტის მართვა - 5 ადგილი;

ü  გემის ენერგეტიკული დანადგარები და მექანიზმები - 5 ადგილი;

ü  გემების, პორტების და საზღვაო ტერმინალების ენერგეტიკული დანადგარები - 5 ადგილი;

ü  გემებისა და პორტების ელექტროენერგეტიკული სისტემები და დანადგარები-5 ადგილი.

 

2.    ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი

საბაკალავრო პროგრამები:

ü საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაცია და ლოჯისტიკა- 25 ადგილი;

ü ნავსადგურის მენეჯმენტი -25 ადგილი;

ü ტურიზმი -საკრუიზო ტურიზმი- 25 ადგილი.

 

სამაგისტრო პროგრამები:

ü ლოჯისტიკა და ექსპედირება - 5 ადგილი;

ü საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი - 5 ადგილი.

 სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულებიდან  მობილობის მსურველი  სტუდენტი უნდა დარეგისტრირდეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის www.eqe.gov.ge  ელექტრონულ პორტალზე  27 ივლისიდან   18 აგვისტოს ჩათვლით.

ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედგები გამოქვეყნდება  23 აგვისტოს.

მობილობის შედეგების გამოცხადებისთანავე იმ სტუდენტებმა,  რომლებმაც მოიპოვეს მობილობის უფლება  უნდა  გამოცხადნენ  აკადემიაში   და განცხადებასთან ერთად უნდა  წარმოადგინონ  შემდეგი საბუთები:

·         პირადობის მოწმობის ქსეროასლი;

·         ატესტატის  /  დიპლომის  (მაგისტრანტის შემთხვევაში) ქსეროასლი;

·         ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და ჩარიცხვის სერტიფიკატის ქსეროასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

·         უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვის ბრძანების ქსეროასლი, ფაკულტეტის  დეკანის ხელმოწერითა და  ბეჭდით დამოწმებული;

·         ცნობა  სტუდენტის სტატუსის შესახებ;

·         სტუდენტის წარმატების ბარათის ქსეროასლი, რომელშიც მითითებული იქნება სტუდენტის  მიერ  გავლილი საგნების მოცულობა (კრ/სთ) და მიღებული შეფასებები, ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული;

 


« უკან