info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე - 25 ივნისი

26 ივნისი 2016 წელი
სურათი

მეზღვაურთა ღვაწლის დასაფასებლად - 25 ივნისი მეზღვაურთა საერთაშორისო დღედ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) გამოაცხადა. ამ დღეს მსოფლიო 2011 წლიდან აღნიშნავს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ორგანიზებით 25 ივნისი ბათუმში 6 წელია მასშტაბურად აღინიშნება.

მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს ბათუმში ბევრი ღონისძიება გაიმართა, საზეიმო აღლუმი დილის 9 საათზე დაიწყო, სადაც სადღესასწაულო ფორმებში გამოწყობილი საზღვაო აკადემიის სტუდენტები ორკესტრის თანხლებით მსვლელობა, 26 მაისის პარკიდან აბაშიძის ქუჩამდე გამართეს.

ღონისძიებას საზეიმოდ გახსნა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ. მეზღვაურებს, პროფესიული დღე მიულოცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, აჭარის ა/რ რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარე არჩილ ხაბაძემ, სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“ს დირექტორმა, კაპიტანმა მამუკა ახალაძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

საზღვაო აკადემიის მეოთხე კურსელთა საზეიმო დაჯილდოების შემდეგ სანავიგაციო ხიდურისა და გემბანის საწყისი ცნებების აუდიტორიები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საზღვაო აკადემიის რექტორთან და აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად გახსნა. სანავიგაციო ხიდურისთვის აღჭურვილობა იაპონური კომპანია „Furuno“-ს ეკუთვნის, რომლის შესაძენად აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან 390 000 ლარი გამოიყო.

თანამედროვე აღჭურვილობა მთლიანად მოიცავს ხიდურის ყველა იმ მოწყობილობას (რადარი, ელექტრონული რუქა, კომპასი, გლობალური კომუნიკაციის საშუალებები, სინოპტიკური ხელსაწყოები ), რომელიც დღესდღეობით უცხორ საზღვაო გემებზე არსებობს. სანავიგაციო ხიდური საზღვაო აკადემიის სტუდენტებს დაეხმარება პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამყარებასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნის მიღებაში.

მეზღვაუღთა საერთაშორისო დღისთვის დაგეგმილი ღონისძიებები ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტების ფლეშმობით, საზაფხულო ავტობუსით ბათუმის ბულვარში გასეირნებითა და ბათუმის საზაფხულო თეატრში გამართული კონცერტით დასრულდა.


« უკან