info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

კორკის საგრაფოს ხელმძღვანელობის ვიზიტი

21 ივნისი 2016 წელი
სურათი

 დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას კორკის საგრაფოს ხელმძღვანელობა ეწვია, საგრაფოს მერის ჯონ პოლ ო’შის და კორკის საგრაფოს საბჭოს აღმასრულებელი მმართველის ტიმ ლუსის შემადგენლობით.

 კორკის საგრაფოს ხელმძღვანელობის ვიზიტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის მოწვევის საფუძველზე და ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით ხორციელდება და ძირითად მიზანს კორკის საგრაფოსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის დამყარება წარმოადგენს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა დღეს საზღვაო აკადემიაში გაიმართა, სადაც საზღვაო აკადემიის რექტორი ბატონი ირაკლი შარაბიძე, რექტორის მოადგილე მანუჩარ ლორია, საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი ირაკლი დოლიძე, საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია დოლიძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მეგი ფარტენაძე ესწრებოდნენ. ]დაისახა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები საზღვაო სფეროში.

 შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სიმბოლური საჩუქრები გადასცეს ერთმანეთს.


« უკან