მარლინსის მიერ ჩატარებული ინსპექციის შედეგად ბსსა გახდა მეზღვაურებისთვის ინგლისური ენის ტესტირების და სერტიფიცირების მარლინსის აღიარებული ცენტრი (პასუხისმგებელი პირი პრ. ზ. ბეჟანოვი). მარლინსი არის დიდი ბრიტანეთის ორგანიზაცია, რომლის მიზანს წარმოადგენს საზღვაო ინგლისური ენის განვითარება მსოფლიო საზღვაო ინდუსტრიის საჭიროებისათვის.
საზღვაო ინგლისური ენის ტესტირების აღიარებულ ცენტრში ჩატარებული ტესტირების შედეგად გაცემული სერტიფიკატი, წარმოადგენს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციის საკმარის მტკიცებულებას გაერთიანებული სამეფოს საზღვაო და სანაპირო დაცვის სააგენტოსთვის. აღიარებული ცენტრის გახსნით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას მიეცა საშუალება გააუმჯობესოს საზღვაო ინგლისური ენის სწავლების სტანდარტი, მოახდინოს სასწავლო პროგრამის შეჯერება საერთაშორისო სტანდარტებთან, გაზარდოს სტუდენტთა მოტივაცია საზღვაო ინგლისური ენის დაუფლების მიმართ, და გასცეს აღნიშნული ტიპის სერტიფიკატი, რითაც მომავალ ქართველ მეზღვაურებს მიეცემა დასაქმების გაცილებით უფრო ფართო პერსპექტივა.
მსოფლიო მასშტაბით მოქმედი საზღვაო ინგლისურის ტესტირების აღიარებული ცენტრების ქსელი (ფუნქციონირებს 39 ქვეყანაში) მოქმედებს გაერთიანებული სამეფოს საზღვაო და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან შეთანხმებით და თანხმდებიან უზრუნველყონ ტესტირების სტანდარტები, რომლებიც შეთანხმებულია გაერთიანებული სამეფოს საზღვაო და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან (Maritime & Coastguard Agency (MCA)).
« უკან |