საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით 2016 წლის 6-10 ივნისს ქ. ათენში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია საერთაშორისო საზღვაო გამოფენა “POSIDONIA 2016’’ -ზე მასშტაბური ეროვნული პავილიიონით წარსდგება.
▶︎ “POSIDONIA’’ წარმოადგენს მსოფლიო საზღვაო ინდუსტრიაში ყველაზე ცნობად და მნიშვნელოვან ღონისძიებას. გამოფენა ტარდება 2 წელიწადში ერთხელ, სადაც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო ხელისუფლებები, ნავსადგურები, ტერმინალები, სანაოსნო კომპანიები და სხვა საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლები. 1969 წლიდან, ყოველ ორ წელიწადში ერთეხლ POSIDONIA 1,900-მდე მონაწილეს აერთიანებს 92 ქვეყნიდან და წარმოადგენს საერთაშორისო მასმედიის დიდი ინტერესის საგანს.
▶︎ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გამოფენაზე გამგზავრების ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს: სასწავლებლის პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდა საერთაშორისო ბაზარზე, სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივების დასახვა საზღვაო აკადემიასა და საერთაშორისო გლობალურ გემთმფლობელ კომპანიებს, საზღვაო სასწავლებლებსა და საკრუინგოებს შორის.
▶︎ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, საქართველოს საზღვაო ინდუსტრიის სხვადასხვა წარმომადგენლებთან ერთად, საგამოფენო სივრცის 70 კვ.მ დაიკავებს. მსგავსი მასშტაბით საქართველო არასოდეს არ ყოფილა წარმოდგენილი საერთაშორისო საზღვაო გამოფენებზე, რაც ხაზს გაუსვამს ჩვენი ქვეყნის საზღვაო პოტენციალს და საშუალებას მოგვცემს მოვიზიდოთ არამხოლოდ საზღვაო სფეროსთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციები და მომხმარებლები, არამედ ისეთ საერთაშორისო და წამყვან ორგანიზაცია/კომპანიებთან ჩამოვაყალიბოთ ახლო ურთიერთობა, რომლებმაც სამომავლოდ შესაძლოა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ საქართველოს საზღვაო დარგის მდგრად განვითარებაში.
« უკან |