info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ვიზიტი

18 მაისი 2016 წელი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი თემურ კვანტალიანი და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლები ეწვივნენ.
აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებს შორის დაისახა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები, რაც გულისხმობს ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და გამოცდილების გაზიარებას, კერძოდ კი, საზღვაო აკადემიის სტუდენტების პროფესიულ გადამზადებას საზღვარგარეთ, შემდგომ სანაპირო დაცვის დეპარტამენტში დასაქმების პერსპექტივით. აგრეთვე, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სანაპირო დაცვის ოფიცრები წვრთნა-გადამზადებას საზღვაო აკადემიის ბაზაზე არსებულ ტრენინგ ცენტრში გაივლიან. 
სამომავლოდ მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იგეგმება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება სტუდენტებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში.

 


« უკან