info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      

Eastern Pacific Shipping

13 მაისი 2016 წელი
სურათი

კომპანია "Eastern Pacific Shipping" საზღვაო აკადემიის კადეტებს საზღვაო პრაქტიკით უზრუნველყოფს. 
დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას კომპანია "Eastern Pacific Shipping"-ის დირექტორები კაპიტანი ანილ სინგჰი და გიორგი რამიშვილი, აგრეთვე "LAM SHIPPING Georgia"-ს გენერალური მენეჯერი თემელ შაშიკაშვილი ეწვივნენ.
აღნიშნულ კომპანიას ქართველ ოფიცრებთან მუშაობის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს, რის შედეგადაც მათ გამოთქვეს სურვილი და მზადყოფნა, დაეხმარონ აკადემიის კურსანტებს საცურაო პრაქტიკის გავლაში.
სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, დაისახა სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და "Eastern Pacific Shipping"- კომპანიას შორის.


« უკან