2016 წლის 1-6 მაისს გერმანიის ქალაქ ბრემერჰაფენის უმაღლეს სკოლაში შედგა ტემპუსის პროექტის - „კომპეტენციათა ცენტრების ქსელი შავი ზღვის რეგიონის საკრუიზო ტურიზმის განვითარების მიზნებისათვის" (Projekt 543681-TEMPUS-1-2013-1-DE-TEMPUS-JPHES „Network of competence centres for the development of cruise tourism in the Black Sea region" – CruiseT) მონაწილეების სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდნენ პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების - ბრემერჰაფენის უმაღლესი სკოლის, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისა და ოდესის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წარმომადგენლები.
2 მაისს შედგა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დელეგაციის წევრების (რექტორი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი ირაკლი შარაბიძე, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რომან მამულაძე, ასისტენტი სოფიკო დუმბაძე) შეხვედრა პარტნიორი უნივერსიტეტების, მათ შორის ბრემერჰაფენის უმაღლესი სკოლის რექტორთან, პროფესორ რიტზენჰოფთან და ტემპუსის პროექტის - „CruiseT“ ხელმძღვანელობასთან. შეხვედრაზე განხილული იქნა ტემპუსის პროექტის - „CruiseT“ გახორციელებასთან დაკავშირებული საკითხები. განსაზღვრული იქნა პარტნიორი უნივერსიტეტების შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტული მინართულებები.
3 მაისს შედგა შეხვედრა ბრემერჰაფენის უმაღლესი სკოლის ვიცე-რექტორთან პროფესორ ფელდმეიერთან, რომელიც ხელმძღვანელობს აღნიშნული უნივერსიტეტის საგარეო ურიერთობების საკითხებს. პროფესორმა ფელდმეიერმა დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო ბრემერჰაფენის უმაღლესი სკოლის საგანმანათლებლო პროგრამები, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ძირითადი მიმარულებანი და საგარეო ურთიერთობების კუთხით არსებული მდგომარეობა. მან განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა ბსსა-ს ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების (მენეჯმენტი - საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაცია და ლოჯისტიკა, ტურიზმი - საკრუიზო ტურიზმის მენეჯმენტი) მიმართ, ვინაიდან ანალოგიური პროგრამები გააჩნია ბრემერჰაფენის უმაღლეს სკოლასაც. განხილული იქნა საერთაშორისო პროექტების ფარგლებში ორმხრივი და მრავალმხვრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენების გაცვლისა და მობილობის შესაძლებლობები.
მნიშვნელოვანი იყო 4-5 მაისის შეხვედრები. კერძოდ, შეხვედრის მონაწილეებმა, ბრემერჰაფენის „საკრუიზო ტურიზმის მენეჯმენტის“ საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების თანდასწრებით, დეტალურად განიხილეს ბსსა-ში და ოდესის საზღვაო აკადემიებში შემუშავებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები „ტურიზმის მენეჯმენტი“. გერმანელი პროფესორებისა და სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საქართველოს და მათ შორის აჭარის ტურისტული პოტენციელის, ასევე ბსსა-ში მოქმედი და ახლადშემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ პროფესორ რომან მამულაძის მიერ წარმოდგენილმა პრეზენტაციებმა.
შეხვედრის მონაწილეებისათვის ბრემერჰაფენის უმაღლესი სკოლის პროფესორებმა ჩაატარეს ტრენინგი „საკრუიზო ტურიზმის მენეჯმენტში“. სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებში გამოცდილების გაზიარების მიზნით შეხვედრის მონაწილეები დაესწრნენ პროფესორ ალექსის პაპათანასისის „ღია ლექციას“ თემაზე: „საინფორმაციო ტენოლოგიები ტურიზმში“.
შეხვედრის ბოლოს განხილული იქნა პროექტის რეალიზაციის უმნიშვნელოვანესი საკითხები, 2016 წელს დაგეგმილი ღონისძიებებიის ორგანიზაციული საკითხები, ასევე შემდგომი პროექტების შემუშავებისა და რეალიზაციის შესაძლებლობები.
« უკან |