info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

II საერთაშორისო კონფერენცია „საზღვაო ინდუსტრიის ინოვაციური გამოწვევები: საზღვაო ტრანსპორტი, საინჟინრო ტექნოლოგიები, ლოგისტიკა, ტურიზმი“

28 მარტი 2016 წელი
სურათი

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2016 წლის 05-06 სექტემბერს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში.

კონფერენციის  თემატიკა  - საზღვაო ტრანსპორტის, ინჟინერიისა და ტურიზმის განვითარებისათვის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, დასაქმების ბაზრის მოთხოვნებისა და პერსპექტივების განხილვა.

კონფერენციის მიმართულებები:

1. საზღვაო რესურსების და პოტენციალის ათვისების ხელშწყობის ძირითადი მიმართულებები და საშუალებები;

2. IMO- კონვენციათა იმპლემენტაციის ასპექტები;

3. საზღვაო განათლებისა და საკვალიფიკაციო მომზადების თანამედროვე გამოწვევები;

4ინოვაციები საზღვაო ტექნოლოგიებში (ახალი მანქანა-დანადგარებიმართვისა და კონტროლის სისტემებისაინფორმაციო ტექნოლოგიები);

5ნავსადგურებისა და ტერმინალების ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივები  საზღვაო სექტორში;

6რეგიონული ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების ტენდენციები და პრობლემები;

7ლოგისტიკის განვითარების რეგიონული თავისებურებები: პრობლემები და პერსპექტივები;

8. რეგიონში ტურიზმის განვითარების თანამედროვე ტენდენციები და პერსპექტივები.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2016 წლის 20 აპრილამდე  უნდა წარმოადგინონ მოხსენების თემა, ანოტაცია, მომხსენებლის რეკვიზიტები შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: n.dolidze@bsma.edu.gem.tugushi@bsma.edu.ge.   

მომხსენებლებმა 2016 წლის 30 ივნისამდე უნდა წარმოადგინონ სტატიების ელექტრონული ვერსიები. დამატებით ინფორმაციას ინსტრუქციებთან, ვადებსა და სხვა დეტალებთან დაკავშირებით მოგაწვდით მოგვიანებით.

ორგანიზატორიბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

კონფერენციის ადგილიბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

კონფერენციის ენაქართული, ინგლისური და რუსული (სინქრონული თარგმანით)

 

« უკან