info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

პროექტი „ყირგიზეთი, საქართველო და ნორვეგია"

7 აპრილი 2016 წელი
სურათი

პროექტის „მდგრადი ტურიზმი: სოფლის მეურნეობა და მემკვიდრეობის" ფარგლებში სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტში (USN) ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები გაემგზავრებიან. პროექტს, რომელსაც დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 7 პარტნიორი უნივერსიტეტის რექტორმა მოაწერა ხელი, მიზნად ისახავს ყირგიზეთს, საქართველოსა და ნორვეგიას შორის განათლების სფეროში, კერძოდ კი მდგრადი ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობას. სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, დაისახა სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები, რაც გულისხმობს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის სტაჟირებას, პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების განხორციელებას, მდგრადი ტურიზმის სწავლების სფეროში კურიკულუმის შემუშავებას.
პროექტი ოთხ წლიანია და მასში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან ერთად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტები მონაწილეობენ.


« უკან