info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ღია კონკურსი პროექტზე: „ეფექტურად გამოვიყენოთ რეგიონის ტურისტული პოტენციალი“

19 აპრილი 2016 წელი
სურათი

საკონკურსო პირობები:

1.     პროექტის შინაარსი. პროექტი უნდა ატარებდეს ტურიზმის სფეროში კვლევითი ან კონსალტინგური მომსახურების ხასიათს. ძირითად მიმართულებას უნდა წარმოადგენდეს რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესწავლა და მისი ეფექტური გამოყენების შესაძლებლობების გამოვლენა.

პროექტით მიღებულმა შედეგებმა ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში ან მის ცელკეულ რეგიონში ტურიზმის, მათ შორის საკრუიზო ტურიზმის განვითარებას.

 

2.     პროექტის ხელმძღვანელი. ბსსა-ს ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავვლებლები.

3.   პროექტში ჩართულ მხარეები:

-       ბსსა-ს ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტთან არსებული „საკრუიზო ტურიზმში კომპეტენციათა  რეგიონული ცენტრი“;

-       სახელმწიფო სტრურტურა/სტრუქტურები ან ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები (მათი მონაწილეობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტით);

-       ბსსა-ს სტუდენტები;

-       სხვა დაინტერესებული მხარეები (პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე).

 

4.     განხორციელების ვადები. პროექტი უნდა განხორციელდეს 2016 წლის მაისი - აგვისტოს თვეში. წარმოდგენილ პროექტს თან უნდა ახლდეს პროექტის ცალკეული ეტაპების შესრულების გრაფიკი.

 

5.   მოსალოდნელი შედეგი. პროექტის შედეგებმა ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში ან მის ცელკეულ რეგიონში ტურიზმის, მათ შორის საკრუიზო ტურიზმის განვითარებას.

პროექტის დაწყება, მიმდინარეობა და დასრულება უნდა გაშუქდეს საინფორმაციო საშუალებებში და აისახოს შესაბამისი ორგანიზაციების ანგარიშებში, ასევე ბსსა-ს და სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის სასწავლო და სამეცნიერო ღონისძიებებში.

 

6.     საჭირო რესურსი. ბსსა-ს ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტთან არსებული „საკრუიზო ტურიზმში კომპეტენციათა რეგიონული ცენტრი“ უზრუნველყოფს სტუდენტების ჩართულობის ორგანიზაციას და მის ხელთ არსებული რესურსებით პროექტის მხარდაჭერას.

 პროექტის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშები წარდგენილი იქნება ტემპუსის პროექტის Projekt 543681-TEMPUS-1-2013-1-DE-TEMPUS-JPHES „Network of competence centres for the development of cruise tourism in the Black Sea region" – CruiseT“ საკოორდინაციო შეხვედრებზე რუმინეთში (2016 წლის 12-17 ივნისი) და ამავე პროექტის შემაჯამებელ შეხვედრაზე ბათუმში (2016 წლის 2-11 სექტემბერი).

  1. განაცხადის შემოტანის ვადები და ადგილი. პროექტის შესახებ განაცხადი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს 2016 წლის 29 მაისი ჩათვლით ბსსა-ს ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე.

« უკან