info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ჩატარდა აუდიტი კონვენციის A-I/8 რეგულაციის მე-3 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად

26 იანვარი 2016 წელი
სურათი

ა.წ 25 იანვარს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ჩატარდა აუდიტი კონვენციის A-I/8 რეგულაციის მე-3 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მეზღვაურთა წრთვნის, კომპეტენციის შეფასების და სერტიფიცირების სისტემის დამოუკიდებელ თვითშეფასებას. აუდიტი ჩაატარა მეზღვაურთა განათლების, წრთვნის და სერტიფიცირების კვალიფიკაციის და კომპეტენციის მქონე სპეციალისტმა, შორეული ნაოსნობის კაპიტანმა, ბათუმის ნავსადგურის ლოცმანი ბ-ნი მურთაზ დევაძემ.

აუდიტის ფარგლებში შემოწმდა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში მოქმედი ხარისხის მართვის სისტემა, შიდა მარეგულირებელი ხარისხის მართვის, ფუნდამენტალური და ორგანიზაციული დოკუმენტაცია, საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტზე მოქმედი კონვენციით რეგულირებადი უმაღლესი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამები და სასწავლო, საწრვთნელ და სერტიფიცირების ცენტრში მოქმედი აღიარებული კონვენციით რეგულირებადი მოკლევადიანი სასწავლო-საწრთვნელი კურსები.

აუდიტს ესწრებოდნენ: აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, ISO სტანდარტის უზრუნველყოფის სამსახური, ფაკულტეტის ხელმძღვანელობა, სასწავლო აკადემიური დეპარტამენტების და პროგრამის ხელმძღვანელი. შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს მანილას ცვლილებების იმპლამენტაციის არსებული მექანიზმი, გამოვლენილი ხარვეზები და პროცესთან დაკავშირებული სირთულეები.


« უკან