ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია სხვა უმაღლეს სასწავლებლიდან მობილობის წესით გადმოსვლის მსურველ სტუდენტებს სთავაზობს სწავლის გაგრძელებას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
1. საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტი
საბაკალავრო პროგრამები:
ü საზღვაო ნავიგაცია- 5 ადგილი;
ü გემის მექანიკა - 20 ადგილი;
ü გემის ელექტრომექანიკა -20 ადგილი;
ü ნავსადგურებისა და ტერმინალების გადამტვირთავი აღჭურვილობის ექსპუალატაცია-20 ადგილი.
სამაგისტრო პროგრამები:
ü საზღვაო ტანსპორტის მართვა - 5 ადგილი;
ü გემის ენერგეტიკული დანადგარები და მექანიზმები - 5 ადგილი;
ü გემების, პორტების და საზღვაო ტერმინალების ენერგეტიკული დანადგარები - 5 ადგილი;
ü გემებისა და პორტების ელექტროენერგეტიკული სისტემები და დანადგარები-5 ადგილი.
2. ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი
საბაკალავრო პროგრამები:
ü საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაცია და ლოჯისტიკა- 15 ადგილი;
ü ნავსადგურის მენეჯმენტი -15 ადგილი;
ü ტურიზმი -საკრუიზო ტურიზმის მენეჯმენტი - 15 ადგილი.
სამაგისტრო პროგრამები:
ü ლოჯისტიკა და ექსპედირება - 2 ადგილი;
ü საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი - 2 ადგილი.
მობილობის მსურველი სტუდენტი უნდა დარეგისტრირდეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის www.eqe.ge ელექტრონულ პორტალზე 22 იანვრიდან 04 თებერვლის ჩათვლით.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე მობილობის შედეგების გამოცხადებისთანავე (სავარაუდო თარიღი - 8 თებერვალი) იმ სტუდენტებმა, რომლებმაც მოიპოვეს მობილობის უფლება უნდა გამოცხადნენ აკადემიაში სასწავლო პროცესის მონიტორინგის სამსახურში და განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
· პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
· ატესტატის / დიპლომის (მაგისტრანტის შემთხვევაში) ქსეროასლი;
· უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვის ბრძანების ქსეროასლი, ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული;
· სტუდენტის წარმატების ბარათის ქსეროასლი, რომელშიც მითითებული იქნება სტუდენტის მიერ გავლილი საგნების მოცულობა (კრ/სთ) და მიღებული შეფასებები, ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული;
საკონტაქტო პირი: ელდარ მსხალაძე (მობ. 577 14 10 20).
« უკან |