info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     

შცეცინის საზღვაო აკადემიის (პოლონეთის) დელეგაცია

22 იანვარი 2016 წელი
სურათი

18 იანვარს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შცეცინის საზღვაო აკადემიის (პოლონეთის) დელეგაცია ეწვია. 
შეხვედრა გაიმართა შცეცინის საზღვაო აკადემიის რექტორის მოადგილესთან პიოტრ ტრეიჩელთან და ამავე აკადემიის „ERASMUS+“-ის კოორდინატორ ევა ტარაბიჩკასთან. სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, დაისახა სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და შცეცინის საზღვაო აკადემიას შორის.
ხელი მოეწერა  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს „ERASMUS+“-ის ფარგლებში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფას, სტუდენტების მობილობასა და ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას.
დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს აკადემიის მოქმედი ლაბორატორიები, საამქროები და მათი ტექნიკური აღჭურვილობა, აგრეთვე ვიზიტის ფარგლებში მოხდა განახლებული მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრის დათვალიერება.


« უკან