info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა დოლიძის ვიზიტი

14 იანვარი 2016 წელი
სურათი

ქვეყნის სამხედრო-საზღვაო სფეროს განვითარების შესაძლებლობები, საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევები, სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები საზღვაო აკადემიასა და თავდაცვის სამინისტროს შორის. სწორედ აღნიშნულ თემებზე ისაუბრა დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მეზღვაურთა სასწავლო და საწვრთნელი ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გამართულ შეხვედრას საზღვაო აკადემიის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ანა დოლიძემ მკაფიოდ ისაუბრა საზღვაო სფეროს პერსპექტიულობაზე და მის პოპულარობაზე საერთაშორისო ბაზარზე.
მან აგრეთვე, დაათვალიერა საზღვაო აკადემიის ბაზაზე არსებული მეზღვაურთა სასწავლო და საწვრთნელი ცენტრი, ის თანამედროვე მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, რომელიც მეზღვაურებს საშუალებას აძლევს მიიღოს საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი.


« უკან