info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტი -კონკურსი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მომსახურე კომერციული ბანკის შერჩევის მიზნით

5 ნოემბერი 2015 წელი

სსიპ - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, საფინანსო სისტემის შემდგომი სრულყოფისა და განვითარების მიზნით, აცხადებს კონკურსს 2015 წლის 3 ნოემბრიდან 2015 წლის 3 დეკემბრამდე პერიოდში სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევად.

1.    კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტი ბანკი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

) არ უნდა ხორციელდებოდეს ბანკის ლიკვიდაცია და არ უნდა მიმდინარეობდეს მისი გაკოტრების ან სანაციის საქმე;

) ბანკის ქონებაზე არ უნდა იყოს დადებული ყადაღა;

) ბანკს უნდა გააჩნდეს . ბათუმის ტერიტორიაზე არანაკლებ ერთი საბანკო მომსახურების სრული სერვისის მქონე ფილიალი ან/და სერვის ცენტრი;

) ბანკს უნდა გააჩნდეს . ბათუმის ტერიტორიაზე არანაკლებ ოთხი ბანკომატი;

) ბანკმა უნდა უზრუნველყოს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საფინანსო- ეკონომიკური დეპარტამენტთან ელექტრონული გადარიცხვების სისტემის გამართვა, ელექტრონული გადარიცხვების მოდულის ინტეგრირება კომერციული ბანკის ინ-ტერნეტ ბანკინგის ან/და ბანკი/კლიენტის სისტემაში (სპეციალიზირებულ კომპიუტერულ პროგრამებთან შესაბამისობაში მოყვანა);

) კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ბანკმა უნდა უზრუნველყოს აკადემიის ტერიტორიაზე ბანკომატის განთავსება.

) კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ბანკმა უნდა უზრუნველყოს მის საბანკო დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით აკადემიასა და მანამდე აკადემიის მომსახურე ბანკს შორის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული ვალდებულებების ჩანაცვლება.

) გამარჯვებულმა ბანკმა უნდა მოახდინოს აკადემიის  ყველა თანამშრომლის ვალდებულებების სრულად პორტირება (მათ შორის ოვერდრაფტის) იმგვარად, რომ არ გაუარესდეს თანამშრომლების სასესხო პირობები ამჟამად არსებულ პირობებთან შედარებით. აგრეთვე, გამარჯვებულმა ბანკმა ამასთანავე სრულად უნდა დაფაროს პორტირებასთან დაკავშირებული ყველა სახის სანქციები (საკომისიო/ჯარიმა /პირგასამტეხლო) რაც ამ თანამშრომლების სესხების პორტირებასთან იქნება დაკავშირებული.

ი) გამარჯვებულმა ბანკმა აკადემიის თანამშრომლებზე უნდა გასცეს  დაბალპროცენტიანი იპოთეკური და სამომხმარებლო სესხები;

2.    კონკურსში მონაწილე კომერციულმა ბანკმა საკონკურსო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, რეკვიზიტების მითითებით;

) შესაბამისი საგადასახადო და სასამართლო ორგანოდან ადგილმდებარეობის მიხედვით ცნობა იმის შესახებ, რომ არ ხორციელდება მისი ლიკვიდაცია და არ მიმდინარეობს მის მიმართ გაკოტრების ან სანაციის საქმე;

) ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ მის ქონებაზე არ არის ყადაღა დადებული;

) ინფორმაცია საზედამხედველო კაპიტალის მოცულობის შესახებ,                        დამადასტურებელი დოკუმენტების დართვით;

) ბოლო ორი წლის აუდიტორული დასკვნები.

3.    კონკურსში მონაწილე კომერციული ბანკის საკონკურსო წინადადება უნდა მოიცავდეს (და არ შემოიფარგლებოდეს) ინფორმაციას შემდეგი პირობების შესახებ:

) სტუდენტთა სწავლის საფასურის აკადემიის თანამაშრომელთა  დასაფინანსებელი სესხები (დაბალპროცენტიანი, მარტივი და მოქნილი სტუდენტური სესხები) ;

) მომსახურების ტარიფები: ანგარიშების მომსახურები პირობები; გადარიცხვების პირობები; კონვერტაციის პირობები; ბანკი კლიენტის მომსახურების პირობები; აკრედიტივის და გარანტიების განხორციელების პირობები და სხვა;

) სახელფასო პროგრამის ტარიფები: აკადემიის პერსონალისათვის უფასო ინტერნეტ ბანკინგის გახსნა; ანგარიშის გახსნა უფასო; თანხის განაღდება ბანკში და ბანკომატებში უპროცენტო; ანგარიშების ყოველთვიური მომსახურება  საკომისიოს გარეშე; ოვერდრაფტის წლიური მინიმალური საპროცენტრო განაკვეთი (განაღდების და ყველანაირი საკომისიოს გარეშე), თანხის ოდენობა რანგირების მიხედვით უნდა იყოს შემდეგი პროპორციით:თვიური საერთო ხელფასის 100% რიგითზე, 300% სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებზე, 500% რექტორზე და მოადგილეებზე; ბარათის დამზადება, განახლება, აღდგენა და მომსახურება უფასო; პინ-კოდის შეცვლა უფასო; სამსახურში დაწინაურებასთან დაკავშირებით ბარათის რანგის შეცვლა უფასო; ხელმძღვანელ პირებზე უმაღლესი კატეგორიის პლასტიკური სახელფასო ბარათების დამზადება უფასო; ბარათის განაღდების ყოველდღიური ლიმიტი მინიმუმ დადგენილი ოვერდრაფტის ოდენობა; ანგარიშსწორება სავაჭრო ობიექტებში  როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ უფასო; სამომხმარებლო სესხებზე უმცირესი წლიური საპროცენტო განაკვეთი განაღდებისა და საკომისიოს გარეშე, იპოთეკური სესხი უმცირესი წლიური საპროცენტო განაკვეთი.

) საპროცენტო სარგებელის ოდენობები: სხვადასხვა სახის ანგარიშზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთი, მათ შორის სადეპოზიტო ანგარიშებზე (როგორც აკადემიისთვის, ასევე აკადემიის თანამშრომლებისთვის) მომსახურების განაკვეთები და სხვა არსებული ტარიფები;

) ფილიალების, სერვის-ცენტრებისა და ბანკომატების ქსელი (როგორც ბათუმში და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე საზღვარგარეთ პარტნიორ ბანკებში მოცემული ბანკის კლიენტის მომსახურების ტარიფები);

) დამატებითი მომსახურებები: საზღვაო აკადემიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ჩართულობა (სპონსორობის ან/და სხვა სახით); სტუდენტური პრაქტიკის განხორციელებაზე მაქსიმალური ხელშეწყობა საკუთარი საშუალებებით, ან პარტნიორი ორგანიზაციების მეშვეობით; სწრაფი გადახდის აპარატის განთავსება აკადემიის ტერიტორიაზე; აგრეთვე სხვა შესაძლო დამატებითი მომსახურებების განხორციელება

4.                   კონკურსში მონაწილე პრეტენდენტი კომერციული ბანკების საკონკურსო წინადადებები მიიღება მხოლოდ ქართულ ენაზე.

5. კონკურსში მონაწილე კომერციული ბანკის მიერ ქართულ ენაზე შედგენილი საკონკურსო წინადადება და თანდართული დოკუმენტები ერთად, ერთ დახურულ კონვერტში, რომელიც ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უნდა იყოს ბანკის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ, წარმოდგენილი უნდა იქნას 2015 წლის 27 ნოემბერს 1800 საათამდე, შემდეგ მისამართზე: . ბათუმი, რუსთაველის  . 53, ბათუმის საახელმწიფო საზღვაო აკადემია.

6. საკონკურსო წინადადებები გაიხსნება 2015 წლის 02 დეკემბერს 1400  საათზე შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, რუსთაველის 53, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია. გამარჯვებუი ბანკი გამოვლინდება 2015 წლის 07 დეკემბერს მომსახურება დაიწყება არაუგვიანეს 2016 წლის 01 თებერვლიდან.

კონკურსის ჩატარების პირობები და წესები იხილეთ აქ


« უკან