info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

4 ნოემბერი 2015 წელი

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია აცხადებს ღია კონკურსს 2015-2016 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან აკადემიური თანამდებობების (ასოცირებული პროფესორი და ასისტენტი) დასაკავებლად საზღვაო საინჟინრო და ბიზნესისა და მართვის  ფაკულტეტებზე, სასწავლო დისციპლინათა ბლოკის მიხედვით. კონკურსის შედეგად ასოცირებული პროფესორები და ასისტენტები აირჩევიან 4 წლის ვადით. კონკურსი ცხადდება  შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

            ა) საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტეზე:

 

ასოცირებული პროფესორი -  2 საშტატო განაკვეთი;

საგნების ბლოკი:   

·      საზღვაო საქმე

·      სანავიგაციო ხიდურების რესურსების მართვა

·      მორიგე ოფიცრის კომპეტენციის საფუძვლები

·      საზღვაო ნავიგაცია და ლოცია - I, II

 

ასისტენტი  - 2 საშტატო განაკვეთი;

საგნების ბლოკი:   

·      მათემატიკა I- II

·      კალკულუსი

 

ასისტენტი -  1 საშტატო განაკვეთი;

საგნების ბლოკი:   

·      ზღვის გარემოს დაბინძურების პრევენცია

·      საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციების კონვენციები

 

ასისტენტი  - 3 საშტატო განაკვეთი;

საგანი:

·      სპეციალური ინგლისური ენა: დონე I/II/III/IV/V/საზღვაო ინგლისური ენა MN1(II), MN2(II).

 

სულ საზღვაო-საინჟინირო  ფაკულტეტზე  - 8 საშტატო განაკვეთი.

 

 

           ბ) ბიზნესის და მართვის  ფაკულტეტზე:

 

ბ.ა)  ასოცირებული პროფესორი  - 1 საშტატო განაკვეთი;

საგნების ბლოკი:  

·           ფინანსური აღრიცხვა

·           საგადასახადო და საბაჟო საქმე

·           მმართველობითი აღრიცხვა

·           ფინანსები, ფულის მიმოქცევა და კრედიტი

 

ბ.ბ)  ასოცირებული პროფესორი  - 1 საშტატო განაკვეთი;

საგნების ბლოკი:   

·           სამეწარმეო სამართალი

·           დემოკრატია და მოქალაქეობა

·           ტურიზმის სამართლებრივი  რეგილირება

·           რისკების მართვა და დაზღვევა

 

ბ.გ)  ასოცირებული პროფესორი   - 1 საშტატო განაკვეთი:

საგნების ბლოკი:   

·           კრუიზის გეოგრაფია და  საზღვაო რეგიონმცოდნეობა

·           საქართველოს მხარეთმცოდნეობა

·           კულტუროლოგია

·           პროფესიული პრაქტიკა 

 

  ბ.დ) ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო განაკვეთი;

საგნების ბლოკი:

·           საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციები და მულტიმოდალური გადაზიდვები;

·           ფასწარმოქმნა ტრანსპორტზე;

·           პროექტების მენეჯმენტი.

 

ბ.ე)  ასისტენტი   - 1 საშტატო განაკვეთი;

საგნების ბლოკი:   

·           საექსპედიტორო საქმ-ბის საფუძვლები

·           ნავსადგურის ტექნ.და ტექნ.მოწყობა

·           საზღვაო  გადაზიდვები

·           სატვირთო სამუშაოები საზღვაო ტრანსპორტზე

·           საზღვაო ტრანსპორტის ეკონომიკა

 

ბ.ვ)  ასისტენტი  - 1 საშტატო განაკვეთი;

საგნების ბლოკი:   

·           ლოჯისტიკა   I-II

·           ლოჯისტიკის მენეჯმენტი

·           დასაწყობების ლოჯისტიკა ტერმინალები და გადატვირთვები

 

სულ ბიზნესისა და მართვის  ფაკულტეტზე  - 6  საშტატო განაკვეთი.

 

 

I.        განცხადებების მიღების და კონკურსის ჩატარდების ვადები

 

1. განცხადებების მიღება იწარმოებს საპროცედურო კომისიის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის შემდეგ, 2015 წლის 4 დეკემბრიდან 18 დეკემბრის  ჩათვლით ყოველდღე (დასვენებისა და უქმე დღეების გარდა), 10:00-დან 16:00 საათამდე (შესვენება 13:00 საათიდან 14:00 საათამდე) აკადემიის პირველ სართულზე, კანცელარიაში.

2. საკონკურსო განაცხადებების განხილვა იწარმოებს 2015 წლის  21 დეკემბრიდან 2016 წლის 21 იანვრის ჩათვლით.

3. კენჭისყრა ჩატარდება 2016 წლის  22 იანვარს.

4. საკონკურსო კომისიების მიერ კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2016 წლის 25 იანვრისა, აკადემიის საინფორმაციო დაფასა და აკადემია ვებგვერდზე: www.bsma.edu.ge.

5. კონკურსში გამარჯვებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდება არაუგვიანეს 2016 წლის 1 თებერვლისა -   4 წლის ვადით.

6. კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაციის გაცემა (მათ შორის საკონკურსო ადგილების რაოდენობა სწავლების ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის საგნების/მონათესავე საგანთა ჯგუფის მიხედვით და სხვ.) მოხდება საპროცედურო კომისიის მიერ:  Email: info@bsma.edu.ge.

 

 

II. საკონკურსო პირობები

1. კონკურსის ძირითადი პირობები:

1. 1. აკადემიის ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე პირი აირჩევა 4 წლის ვადით და არჩვის პირობებია:

ა) აკადემიის ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის არანაკლეს 3 წლის გამოცდილება;

ბ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური   ხარისხი არჩეული საგანმანათლებლო მიმართულების შესაბამისი პროფილით;

გ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული უნდა იყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ორგანოების მიერ;

დ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება არჩეული საგანმანათლებლო მიმართულების შესაბამისი პროფილით;

ე) სამეცნიერო კონფერენციებში, სემინარებში და/ან ტრეინინგებში მონაწილეობა საკონკურსო სასწავლო-საგანმანათლებლო მიმართულების შესაბამისად;

ვ) სამეცნიერო ჟურნალებსა და კრებულებში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები (ბოლო 5 წლის განმავლობაში საკონკურსო მიმართულების სპეციფიკიდან გამომდინარე;

თ) საგანმანათლებლო მიმართულების პროფილით სილაბუსების შემუშავება და  შესაბამისი სილაბუსების პროექტების წარდგენა საკონსკურსო კომისიისათვის;

1.2.             აკადემიის ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე პირი აირჩევა 4  წლის ვადით და არჩევის  პირობებია:

ა) აკადემიის ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

ბ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული უნდა იყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ორგანოების მიერ;

გ) სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის ხელმძღვანელობა (თუ პრაქტიკას ითვალისწინებს საკონკურსო მიმართულება).

 

1.3. აკადემიის ასისტენტის თანამდებობაზე პირი აირჩევა 3 წლის ვადით და არჩევის  პირობებია:

ა) კონკურსანტის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 65 წელს;

ბ) უნდა იყოს დოქტორანტი და წარმოადგინოს დოქტორანტის დამადასტურებელი დოკუმენტი სადოქტორო-საგანმანათლებლო პროგრამის მინიმუმ 30 კრედიტის შესრულებით;

ბ) სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის ხელმძღვანელობა (თუ პრაქტიკას ითვალისწინებს საკონკურსო მიმართულება);

 

1.4. აკადემიის საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იყოს სათანადოდ კვალიფიცირებული პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ მუხლის 1.1, 1.2 და 1.3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირის კომპეტენცია დასტურდება  პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

1.5 კონკურსში პროფესიული ნიშნით მონაწილე კანდიდატებს:

ა)  მიღებული ჰქონდეს სათანადო მითითებები და ინსტრუქციები შეფასების მეთოდებსა და პრაქტიკაში;

ბ) ჰქონდეს შეფასების განხორციელების პრაქტიკული გამოცდილება;

გ) ჰქონდეს არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის ან 3000 კვტ სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე, მათ შორის, 12 თვე მართვის დონეზე, რომელთაგან სულ მცირე 6 თვის სტაჟი უნდა ჰქონდეს ბოლო 10 წლის განმავლობაში, ან ბოლო 10 წლის განმავლობაში გავლილი აქვს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აღიარებული განახლების კურსები;

2. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა შესაბამის საკონკურსო კომისიაში პირადად უნდა წარადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი ანკეტა, აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

გ) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობისთვის - სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები), დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით.

დ)  ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტებტის აკადემიური თანამდებობისთვის -  სასწავლო კურსების ბლოკის შესაბამისი პროფილით პედაგოგიური ან/და პროფესიული გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები), ასეთის არსებობის შემთხვევაში, დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით.

ე) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ ორგანიზაციის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (დამოწმება ასევე შესაძლებელია უნივერსიტეტის შესაბამისი აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და აკადემიური დეპარტამენტის/ ფაკულტეტის ბეჭდით);

ვ) იმ საკონკურსო საგნების ნუსხა, რომლებშიც კონკურსანტს შეუძლია სალექციო და/ან სხვა სახის მეცადინეობების კურსის გაძღოლა.

ზ) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

თ) 2 ფოტოსურათი, 3X4;

ი) პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად  სწავლების სტრუქტურის მოკლე აღწერა (სილაბუსი);

კ) წარმოადგინოს საკონკურსო მიმართულების განვითარების სამეცნიერო-კვლევითი  კონცეფცია და საგრანტო პროექტი / დისციპლინის სწავლების კონცეფციის წარმოდგენა საბაკალავრო და სამაგისტრო დონეებზე.

            3. პროფესიული ნიშნით კონკურსში მონაწილე მეზღვაურებმა უნდა წარმოადგინონ:

            ა)  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

            ბ) ყველა ტრეინინგის დამადასტურებელი სერტიფიკატი;

            გ) გემების, გემთმფლობელების სიები, რომლებზეც მუშაობდა;

            დ) ბოლო 5 სამუშაო ადგილიდან მინიმუმ 2 დახასიათება გემთმფლობელისაგან ან გემთმენეჯმენტისაგან;

            ე) მეზღვაურის წიგნაკი;

ვ) კვალიფიკაციისა და კომპეტენციის ყველა დამადასურებელი სერტიფიკატი;

            ზ) იმ საკონკურსო საგნების ნუსხა, რომლებშიც კონკურსანტს შეუძლია სალექციო და/ან სხვა სახის მეცადინეობების კურსის გაძღოლა.

            თ) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

            ი) 2 ფოტოსურათი, 3X4;

            კ) პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად  სწავლების სტრუქტურის მოკლე აღწერა (სილაბუსი);

            4. სენატი უფლებამოსილია დაამტკიცოს ამ მუხლისაგან განსხვავებული ან დამატებითი საკონკურსო პირობები, რომლების კონკურსში მონაწილეობის მსრუველთა მიერ განცხადებების მიღების ვადის დაწყებამდე არა ნაკლებ 1 კვირისა გასაჯაროვდება.

III. კონკურსში მონაწილეთა შეზღუდვა

 

1.  კონკურსში არ დაიშვება პირი, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავების უფლება შეზღუდული აქვს მოქმედი კანონმდებლობით.

2. აკადემიის სენატი უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის საკითხს, აგრეთვე  კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს.

3. პირი, რომელიც მუშაობს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან ადმინისტრაციულ თანამდებობაზე საჯარო ან კერძო ორგანიზაციებში ან დაწესებულებებში სრული საშტატო განაკვეთზე, მოცემულ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში დასაქმდება ნახევარ საშტატო განაკვეთზე.

 

 

IV. კონკურსის ჩატარების წესი

1. კონკურსი ჩატარდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, აკადემიის წესდებისა და აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ჩატარების  წესის შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საპროცედურო კომისიებში და უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

2. საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი,  სასწავლო-მეთოდური და პედაგოგიური საქმიანობა; სხვა აქტიურობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტის მიერ ჩატარებული ლექციის ან/და საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები.

3. კონკურსის  შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, თანახმად მოქმედი კანონმდებლობისა.

 


« უკან