info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

მობილობა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში!

21 იანვარი 2015 წელი

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში 2014 -2015 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის  მობილობის წესით  სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ! საზღვაო აკადემია  სხვა უმაღლესს სასწავლებლიდან მობილობის წესით გადმოსვლის  მსურველ სტუდენტებს  სთავაზობს  სწავლის გაგრძელებას  შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

1.  საზღვაო საინჟინრო  ფაკულტეტი

საბაკალავრო პროგრამები:

  •  საზღვაო ნავიგაცია- 30 ადგილი;
  •  გემის მექანიკა - 30 ადგილი;
  •  გემის ელექტრომექანიკა -10 ადგილი;
  • ნავსადგურებისა და ტერმინალების გადამტვირთავი აღჭურვილობის ექსპუალატაცია-10 ადგილი.

სამაგისტრო პროგრამები:

  •   საზღვაო ტრანსპორტის მართვა- 5  ადგილი
  •   გემის ენერგეტიკული დანადგარები და მექანიზმები- 5 ადგილი
  •   გემების, პორტებისა და საზღვაო ტერმინალების ენერგეტიკული დანადგარები - 5 ადგილი
  •   გემებისა და პორტების ენერგეტიკული სისტემები  და დანადგარები - 5 ადგილი.

2.    ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი

საბაკალავრო პროგრამები:

სამაგისტრო პროგრამები:

 სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულებიდან  მობილობის მსურველი  სტუდენტი უნდა დარეგისტრირდეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის www.eqe.ge  ელექტრონულ პორტალზე 23  იანვრიდან   5 თებერვლის   ჩათვლით.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე  მობილობის შედეგების გამოცხადებისთანავე  (მობილობის შედგები გამოქვეყნდება  5 თებერვლის შემდგომ) ი სტუდენტები,  რომლებიც მოიპოვებენ  მობილობის უფლებას  უნდა  გამოცხადნენ  აკადემიის კანცელარიაში   და განცხადებასთან ერთად უნდა  წარმოადგინონ  შემდეგი საბუთები:

·         პირადობის მოწმობის ქსეროასლი;

·         ატესტატის  /  დიპლომის  (მაგისტრანტის შემთხვევაში) ქსეროასლი;

·         ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და ჩარიცხვის სერტიფიკატის ქსეროასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

·         უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვის ბრძანების ქსეროასლი, ფაკულტეტის  დეკანის ხელმოწერითა და  ბეჭდით დამოწმებული;

·         ცნობა  სტუდენტის სტატუსის შესახებ;

·         სტუდენტის წარმატების ბარათის ქსეროასლი, რომელშიც მითითებული იქნება სტუდენტის მიერ გავლილი საგნების მოცულობა (კრ/სთ) და მიღებული შეფასებები, ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული;

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ  ცენტრში წარდგენის  ვადა - 9- 18  თებერვლის   ჩათვლით.


« უკან