2014 წლის 04 დეკემბერს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სენატის №10/1 (25.11.2014 წ.) და ფაკულტეტის საბჭოს №18 (03.12.2014 წ.) გადაწყვეტილებით გამოცხადდა საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის დეკანის არჩევნები.
საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2015 წლის 05 იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, აკადემიის კანცელარიაში (ყოველდღე, ოფიციალურად დადგენილი უქმე და დასვენების დღეების გარდა). 2015 წლის 20 - 23 იანვარს, 18:00 საათამდე მოხდება შემოსული განცხადებების განხილვა ფაკულტეტის საბჭოს მიერ და ფაკულტეტის საბჭოს წინაშე კანდიდატების მიერ ფაკულტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის წარდგენა. აგრეთვე აღნიშნულ პერიოდში კანდიდატებს შეეძლებათ საარჩევნო აგიტაციის წარმოება.
26 იანვარს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ჩატარდება საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის დეკანის არჩევნები.
დეკანის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საზღვაო სფეროში ან/და ავტორიზებულ უმაღლეს საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;
გ) ინგლისური ენის ფლობა;
დ) უნდა იცნობდნენ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კონვენციებს და საქართველოს კანონმდებლობას;
ე) კანდიდატი არჩევის შემთხვევაში არ უნდა იყოს დასაქმებული სხვა სამსახურში.
კანდიდატმა საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისათვის უნდა წარადგინოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია/CV;
დ) ფაკულტეტის 4 წლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა ქართულ და ინგლისურ ენაზე;
ე) 2 ც. ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4–ზე;
ვ) ენის საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდების (მაგალითად: TOEFL (Test of English as a Foreign Language), IELTS (International English Language Testing System ან სხვა) ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი;
ან
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში CES პროგრამით ჩაბარებული ზოგადის ინგლისურის გამოცდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) საზღვაო სფეროში ან/და ავტორიზებულ უმაღლეს საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა სამსახურიდან).
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საარჩევნო კომისიას (აკადემიის კანცელარიაში).
საკონტაქტო ინფორმაცია:
e-mail: info@bsma.edu.ge
tel: +995 (422) 274850
mob: +995 577221516 - საარჩევნო კომისიის მდივანი.
« უკან |